აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო იტყობინება, რომ უკრაინას გამოუყო 20 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტი.
ეს თანხა დაიფარება დასავლეთში რუსეთის გაყინული აქტივებიდან. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ კიევისთვის ამ სახსრების გამოყოფა მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა რუსეთის აგრესიისგან უკრაინის დასაცავად.
ეს თანხა ნაწილია იმ 50 მილიარდი დოლარისა, რომლის გარშემო „დიდი შვიდეულის“ სამიტზე შეთანხმდნენ. ადრე ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა, უკრაინას 35 მილიარდი ევროს კრედიტი გამოუყოს რუსეთის გაყინული აქტივებიდან.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს გაუყინეს 300 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის აქტივები, რომელთა დიდი ნაწილი ევროპაში ინახება. შარშან ევროკავშირში შემოსავალმა რუსეთის სახსრებიდან 3 მილიარდი შეადგინა. 2024 წელს ევროკავშირმა დაიწყო უკრაინისთვის რუსეთის აქტივების გამოყენებით შემოსული თანხების გადარიცხვა.
კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი თავისი აქტივების უკრაინისთვის გადარიცხვის კატეგორიული წინააღმდეგია და გააფრთხილა ისინი, ვინ ამ პროცესთანაა დაკავშირებული, რომ სასამართლოში უჩივლებს.