Добавить новость

Средний чек на одного туриста в «Чёрную пятницу» вырос до 1352 рублей

Генерал-полковник Юрий Яшин вручил награды росгвардейцам на передовой

Стадион «Локомотив» получил дополнительное энергоснабжение

Протурецкие боевики в Сирии выбили курдов из Дейр-эз-Зора

World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„ქართული ოცნების“კანონი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო დაცვის ყოლის უფლებას ართმევს

„ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით იწყებს განხილვას კანონპროექტის, რომლის მიღების შემთხვევაშიც სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა არ მოემსახურება.


რა იცვლება?

ცვლილება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში“ შედის. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, პრეზიდენტს, ასევე პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ პერსონალური დაცვა აღარ ეყოლება იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა დაადასტურა.


როგორაა ახლა?

არსებული რედაქციით, პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან, ხოლო პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს − თანამდებობაზე არჩევის დღიდან პერსონალური დაცვა ენიშნება, რომელიც უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ ერთი წლის ვადით უნარჩუნდებათ, გარდა იმ შემთხვევისა თუ უფლებამოსილების შეწყვეტა კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგია.


კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში რომ უფლებამოსილების შეწყვეტის შედეგი დადგეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრთა მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაცაა საჭირო. ამისთვის კი კვორუმია დაწესებული - პრეზიდენტის იმპიჩმენტის შემთხვევაში ეს დეპუტატების 2/3 ანუ 100 ხმაა. 


კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მხოლოდ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება იქნება საკმარისი იმისთვის, რომ თანამდებობის პირმა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ ვეღარ შეძლოს სახელმწიფო დაცვით სარგებლობა მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. 


„კვორუმის არ არსებობის პირობებში მივიღებთ მოცემულობას, როდესაც ერთი მხრივ შესაბამისმა თანამდებობის პირმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და ეს დადასტურდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით და მეორე მხრივ, მხოლოდ იმიტომ, რომ არ იქნა მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება და არ იქნა კვორუმი მიღწეული, კონსტიტუციის დამრღვევს უფლებამოსილება ვერ შეუწყდება.


შესაბამისად, მას უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდგომ შეუნარჩუნდება პერსონალური დაცვა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მიჩნეული იქნება კონსტიტუციის დამრღვევად", - წერია განმარტებით ბარათში. 


კანონპროექტის ავტორები არიან: თენგიზ შარმანაშვილი, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი. მათი მტკიცებით, ცვლილებების მიზანია:



პერსონალური დაცვის რესურსი გამოყენებული იქნეს ეფექტურად;
სახელმწიფოს არ ჰქონდეს ვალდებულება საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევ თანამდებობის პირს შეუნარჩუნოს განსაკუთრებული უფლება ისარგებლოს სახელმწიფო დაცვით. 


 


რატომ ეხება ეს საკანონმდებლო ცვლილება სალომე ზურაბიშვილს?

კანონპროექტის შინაარსი და სულისკვეთება ემთხვევა იმ პოლიტიკურ ნაბიჯებს, რომელსაც „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით დგამს და სწორედ, სალომე ზურაბიშვილია ის პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც ამ ცვლილებების მიღების შემთხვევაში ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო დაცვით ვერ ისარგებლებს. 


რატომ? - იმიტომ, რომ  2023 წლის 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის საფუძველზე დაადგინა, რომ ევროკავშირის სამ ქვეყანაში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.




პრეზიდენტის წინააღმდეგ მმართველი პარტიის საკონსტიტუციო წარდგინება 3-4 ოქტომბერს განიხილა სასამართლოს სრულმა შემადგენლობამ - 9 მოსამართლემ. გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო 6 მოსამართლის მხარდაჭერა - სასამართლომ ზუსტად ამდენი ხმით დაადგინა, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია და დადგენილება პარლამენტში გადაიგზავნა.


2023 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში დაიწყო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა, თუმცა „ქართულ ოცნებას“ სალომე ზურაბიშვილის გადასაყენებლად დეპუტატების ხმები არ ეყო.




აქედან ერთ წელში, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, თანაც წინასაარჩევნოდ იმპიჩმენტის ახალ პროცედურას დაიწყებდნენ.


მიზეზი იდენტური - „ზურაბიშვილმა კონსტიტუციის უხეში დარღვევა განაგრძო. ის მთავრობის თანხმობის გარეშე, მათ შორის, გასულ კვირას იმყოფებოდა საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბელგიაში“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა. 


„ქართული ოცნების“ გეგმა იყო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ახალ პარლამენტს გადაეყენებინა ის, მაგრამ გეგმა ვერ განახორციელა. მმართველ პარტიას საკონსტიტუციოსთვის არ მიუმართავს. 


სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადა წლის ბოლოს ეწურება. 


„სახელმწიფო დაცვის შესახებ საქართველოს კანონში“ დაგეგმილი ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, მას დაცვა მომდევნო ერთი წელი აღარ მოემსახურება, სხვა შემთხვევაში ის შეძლებდა ამ პრივილეგიით სარგებლობას, როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.


კანონპროექტს, დღეს, 11 დეკემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ.  

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В сервисе бронирования 2ГИС «Отелло» появился бесплатный апгрейд номера

Науседа: Россия не страдает от санкций, введенных Западом

Оппозиция в Сирии заявила о взятии города Дейр-эз-Зор

Дептранс: в Москве появилась новая схема мошенничества с «Тройками»

Музыкальные новости

Сегодня день Конституции и референдума Республики Арцах

Mash: боец UFC Макгрегор может провести бой с Пакьяо в Москве

Казанские спецназовцы Росгвардии приняли участие в районных мероприятиях к Дню Героев Отечества

В Казани наградили победителей регионального отборочного тура благотворительного фестиваля «Добрая волна»

Новости России

Шамаили, украшения и часы с боем: выставка о народных промыслах татар открылась в Москве

5 причин растущей популярности ЮАО для жизни

Автоэксперт Хайцеэр: аналоговые запчасти позволят сэкономить на ремонте авто

Мэрия Томска направит 50 млн руб на ремонт выносных теплоузлов в 2025г

Экология в России и мире

Что такое заказник, и чем он отличается от заповедника, примеры

Что относится к живой и неживой природе, связь и отличия

Клиники «Будь Здоров» аккредитованы по системе сертификации Росздравнадзора

Элегантные образы для женщин с нестандартной фигурой

Спорт в России и мире

Касаткина, Шнайдер и Мирра Андреева выступят на турнире WTA-500 в Аделаиде

Блинкова обыграла Росе и вышла во второй круг турнира WTA в Лиможе

Анна Блинкова вышла во второй круг турнира в Лиможе, где сразится с Лепченко

Новак Джокович назвал знаковый финал Уимблдона самым нервным матчем в карьере

Moscow.media

Беспроводной сканер штрих-кодов SAOTRON P05i промышленного класса

• Dusil Photography • https://dusil.org

ТСД SAOTRON RT41 GUN: практичный, производительный, надёжный

«Байкал Сервис» сменил прописку в Барнауле











Топ новостей на этот час

Rss.plus






Перед выборами губернатор заявил, что нынешний состав депутатов плохо контролирует городские проблемы

Минюст РФ предложил ограничить взыскание долгов коллекторами и банками

Серийного убийцу признали виновным в двойном убийстве в Александрове в 1999 году

Стадион «Локомотив» получил дополнительное энергоснабжение