ხალხის მღელვარება მოჰყვა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას - საქართველოს ევროინტეგრაციის 2028 წლის ბოლომდე შეჩერების შესახებ. წინა დღით, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სახელისუფლებო ტელეეთერში ემოციურად ახსნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დამაზიანებელია საქართველოსთვის.