Добавить новость

Путин: у Москвы и Астаны нет вопросов, которые нельзя решить совместно

Загрутдинов: в ЖК «Квартал Триумфальный» устанавливают радиаторы отопления

Медведев заявил, что в Москве с 2025 г введут цифровой профиль мигранта

В Чехове стартовала акция «Добрый Новый год»



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ოპოზიცია კიდევ ერთხელ ამბობს რომ ამ პარლამენტში შესვლას არ აპირებს და მანდატების გაუქმებას ითხოვს

იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ვინც 26 ოქტომბრის არჩევნებზე ბარიერი გადალახეს, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველად შეკრების დღის ბოლოს კიდევ ერთხელ აკეთებენ განცხადებას იმის შესახებ, რომ ამ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ და საკუთარი მანდატების გაუქმებას ითხოვენ - ოპოზიცია ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ამ პარლამენტს არალეგიტიმურად თვლის.


"დაუყოვნებლივ მოვითხოვ შეწყდეს ჩემი მანდატი" - თქვა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის წინ აღმართული საპორტესტო ტრიბუნიდან 25 ნოემბრის დღის მეორე ნახევარში. ის ამბობს რომ პარლამენტს უკვე გაუგზავნა ელექტრონული ფოსტით მოთხვნა დეპუტატის სტატუსის მოხსნის შესახებ.




"დღევანდელ დღეს, ქართულმა ოცნებამ, ივანიშვილმა, საკუთარი თავი დააყენა კონსტიტუციის გარეთ და აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე, როცა ამ ქვეყანას ხელისუფლება არ ჰყავს, ჰყავს მხოლოდ თვითმარქვია დაჯგუფება, რომელიც თავს უწოდებს ხელისუფლებას და ჩვენ ყველანი ერთად შევქმნით ალტერნატიულ მექანიზმებს რომელიც იქნება ლეგიტიმური თქვენგან და დაიწყებს ურთიერთობებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან იმისთვის, რომ საბოლოოდ ჩაბეტონდეს, რომ არ მოხდება ამ არჩევნებს აღიარება და თქვენს წარმომადგენლად იქნება ცნობილი ის მექანიზმი, რომელსაც ჩამოვაყალიბებთ ოპოზიციურ კოლეგებთან ერთად" - თქვა გიორგი ვაშაძემ.


სიების ჩახსნაზე და მანდატების დატოვებაზე ისაუბრეს პარლამენტის წინ ელენე ხოშტარიამ და ზურა ჯაფარიძემაც. ისინი პარტია "დროას" და პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლებას" წარმოადგენენ. ორივე პარტია 26 ოქტომბრის არჩევნებზე შედიოდა კოალიციაში ცვლილებებისთვის.


"ამ კონკრეტულ მომენტი მინდა განვაცხადო ფორმალურად, კოალიცია ცვლილებისთვის სახელით, რომ ამ წუთებში ჩვენი წარმომადგენელი იმყოფება ცესკოში და საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მიმართავს ცესკოს, რომ ჩვენ ვხსნით ჩვენ სიას, არ ვაღიარებთ არჩევნებს, არ ვაპირებთ ამ პარლამენტთან არანაირ კავშირს და ფეხს არავინ ჩვენგან არ შედგამს ამ პარლამენტში" - თქვა ელენე ხოშტარიამ.


ამ კოალიციის კიდევ ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ფეისბუკზე გამოაქვეყნა დოკუმენტის ტექსტი, რომელსაც ის და ნიკა მელია აწერს ხელს - ორივე პოლიტიკოსი პარტია "ახალს" წარმოადგენენ.


"შექმნილ ვითარებაში, აუცილებლად მივიჩნევთ, ვიმოქმედოთ მხოლოდ ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესებში. ქვეყანაში პარლამენტად თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიმთვისებელთა ჯგუფთან რაიმე სამართლებრივ ფორმატში თანამშრომლობას სრულიად გამოვრიცხავთ. აღნიშნულს მივიჩნევთ არალეგალურ და არალეგიტიმურ პროცესებში თანამონაწილეობად.




აქედან გამომდინარე მოგმართავთ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად პარტიული სიიდან მოხსნათ ის დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატები, რომელთა უფლებამოსილებაც არ იცნო საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმით" - ესაა ფრაგმენტი იმ დოკუმენტიდან, რომლის ტექსტსაც ნიკა გვარამია ავრცელებს.


პარლამენტში 25 ნოემბრის სხდომაზე არ ყოფილან პარტია "საქართველოსთვის" წევრები - ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარია და მისი პარტიების წევრები იმ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ, რომელიც პარლამენტთან იმართებოდა. მათი ამ დრომდე ცნობილი პოზიციით, პარლამენტში შესვლას არც ამ პარტიის წევრები აპირებენ.


რადიო თავისუფლება პარლამენტის პრესსამსახურთან ცდილობდა იმის გარკვევას, რამდენი განაცხადი აქვს საკანონმდებლო ორგანოს მიღებული ოპოზიციონერი პარლამენტარების უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ - პრესსამსახურმა ჩვენი კითხვა მასალის გამოქვეყნების მომენტისთვის უპასუხოდ დატოვა. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.




მე-11 მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომაზე შეიკრიბა ამ პარლამენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებული კითხვის ნიშნების და ქუჩაში საპროტესტო აქციის ფონზე. ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 26 ოქტომბრის არჩევნებში ბარიერი გადალახეს, არჩევნებს გაყალბებულად, პარლამენტს კი არალეგიტიმურად მიიჩნევენ. საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი ამ პარლამენტის ლეგიტიმურობაზე სამსჯელოდ - სალომე ზურაბიშვილი ასაჩივრებს არჩევნებზე ორი კონსტიტუციური უფლების, ხმის ფარულობისა და არჩევნების საყოველთაობის დარღვევას. 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა 30-მა დეპუტატმაც.


საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მიხედვით, დეპუტატის მანდატი არ გადაეცემა იმ პოლიტიკოსს, რომლის არჩევის საკითხიც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.




 


 მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებიც არ მიიწვიეს. შეზღუდულია მედიის დაშვებაც.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В Подмосковье искали нелегальных мигрантов среди таксистов и пассажиров

Коляда отменит гастроли в Москве из-за требования убрать со сцены Ягодина

Овчинский: В Тверском районе завершено строительство общественно-делового комплекса

С начала 2024 г. Почта России обработала 227 тонн международных отправлений томичей

Музыкальные новости

Правила кибертона. Московские школьники встретились с Касперским

Песков: число лидеров, приглашенных на юбилей Победы, сравнимо с саммитом БРИКС

LG STYLER В ЦЕНТРЕ ВНИМАНИЯ НА ТАЙБЭЙСКОЙ НЕДЕЛЕ МОДЫ

Работники филиала «Северный» ООО «ЛокоТех-Сервис» стали победителями Первенства по теннису среди работников Сольвычегодского железнодорожного узла.

Новости России

В Жуковском прошли соревнования по художественной и эстетической гимнастике

Альбина Шагимуратова посвятит сольный концерт Глинке

Самолёт из Москвы снова вовремя не вылетел в Псков

Лолита обратилась к покровителям в Кремле для спасения концертов

Экология в России и мире

Автор и исполнитель песен Павел КОЗЫРЕВ с душевными песнями на Радио Русский Шансон.

"Норильский никель" - мировой лидер среди горнодобывающих компаний по объему социальных расходов

«Мама»: в «Октябре» состоялась премьера новой главы проекта «Хронос»

«НАРОДНЫЙ ТЮНИНГ» ИСПРАВИТ ТОЛЬКО УТИЛИЗАЦИЯ: НОВЫЙ СЕЗОН АВТОШОУ НА «ЧЕ!»

Спорт в России и мире

Елена Веснина: Синнер с итальянского переводится «грешник», но он играет как полубог

«Настоящий позор». Кафельников отреагировал на допинг‑скандал с Игой Швентек

Зарина Дияс узнала хорошую новость от WTA

Динара Сафина назвала турниры Большого шлема, которые Даниил Медведев может выиграть в следующем сезоне

Moscow.media

Услуга вывода из запоя на дому: что это и как она работает

Свердловчанин с "голосами в голове" перерезал горло сестре бывшей жены

Энергоколлапс в Тверской области оставил людей без света

В Азербайджане стартует третий этап проекта «Русский язык: читаем, слушаем, смотрим в странах СНГ»











Топ новостей на этот час

Rss.plus






В Жуковском прошли соревнования по художественной и эстетической гимнастике

Лолита обратилась к покровителям в Кремле для спасения концертов

Выставка «Оглянись вокруг – красота рядом!» Валерия Метайкина проходит в Савелках

11-й сезон сериала «Мосгаз» пополнили Верник и Кяро: что расследует майор Черкасов