უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა რუსეთს ბრალად დასდეს უკრაინის არმიის წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენება ქვეყნის აღმოსავლეთში.
ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა რადიო თავისუფლების უკრაინულმა სამსახურმა.
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტი 4 დეკემბერს ფეისბუკით იტყობინება, რომ რუსეთმა დრონებით ჩამოყარა ყუმბარები ქლორპიკრინით, მაგრამ უკრაინელმა სამხედროებმა ქიმიური დაცვის საშუალებები გამოიყენეს „ძლიერად გამაღიზიანებელი“ და აკრძალული ნივთიერების წინააღმდეგ.
ქიმიკატი, რომელიც 19-ე საუკუნეში შეიქმნა და პირველი მსოფლიო ომის დროს იქნა გამოყენებული სამხედრო მიზნებით, „К-51 აეროზოლის“ ტიპის ყუმბარებით იქნა ნასროლი.
ამ ინფორმაციის დადასტურება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, მოსკოვს რეაქცია ბრალდებაზე არ გამოუქვეყნებია.