ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი არვიდას ანუშაუსკასი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დაბადების დღეს ირონიულად ულოცავს.
„დღეს პუტინს დაბადების დღეზე ახალი მაგიდა და დურბინდები აჩუქეს სტუმრებთან საკომუნიკაციოდ. ლიეტუველი ხალხი ფულს აგროვებს „ფეიერვერკისთვის“, – წერს მინისტრი.
ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი სტუმრებთან შეხვედრისას მოშორებული დისტანციით ჯდება და ისე საუბრობს მათთან.