В театре имени Шаляпина в Петербурге восстановят исторические лестницы

На востоке Москвы произошел сильный пожар на стройке

Посольство в Иране: российский моряк с задержанного судна MSC Aries здоров

Из-за песчаной бури небо Ливии окрасилось в красно-оранжевый цвет



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

"Ruski Go Home" - ტექსტებით ბრძოლა თბილისის ქუჩებში

იმ დღეს, როცა თბილისის ქუჩებში უკრაინის ომთან დაკავშირებული წარწერების გადაღება დავიწყეთ, ჩემმა 10 წლის შვილმა მითხრა, რაა მანდ გადასაღები, ყველგან “Fu*k Russia” და “Путин ху*ло” წერიაო.

მართალი იყო, მაგრამ არც მთლად ასეა საქმე. 

თუკი თბილისის ცენტრალურ, ტურისტულ  უბნებში 50-მდე დიდ და პატარა ქუჩას შემოივლით, ნახავთ, რომ დედაქალაქის ქუჩებში ითხოვენ რუსებისთვის ვიზების დაწესებას, რუსეთის ტერორისტულ სახელწიფოდ გამოცხადებას და აქ ჩამოსული რუსების უკან, სამშობლოში დაბრუნებას. იგივე ადგილებში ნატრობენ  სიკვდილს უკრაინის მტრებისთვის და საერთაშორისო ტრიბუნალს ვლადიმერ პუტინისთვის. 

 

თბილისის ქუჩები რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სხვადასხვა მიზეზით და სხვადასხვა გეგმებით ჩამოვიდნენ, ახსენებს, რომ აქ არც ისე სასურველი სტუმრები არიან. 

2022 წლის 24 თებერვალიდან მოყოლებული,  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკრაინისადმი სოლიდარობის ყველაზე თვალსაჩინო   გამოსახულება ფანჯრებიდან და აივნებიდან გამოკიდებული ურაინის დროშებია. ზაფხულის მწველი დღეების შემდეგ მათი ნაწილი მართალია გახუნდა, მაგრამ მაინც კიდია.  

სადაც დროშები, იქაც წარწერები - უკრაინას დიდება, რუსებს ჩვენი მრისხანება. მაგალითად, ამ დროშებიანი სახლის გვერდითა ფასადზე პუტინს აგინებენ და რუსებს სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.

ქუჩის მეორე მხარეს დგას სახლი, სადაც ცნობილი "ცისფერყანწელი" პოეტი, პაოლო იაშვილი ცხოვრობდა. კედელზე მარკერით არის გაკეთებული წარწერა რუსებისთვის, რომელსაც მხოლოდ ფეხით მოსიარულე თუ შენიშნავს. 

ანტირუსული წარწერების ნაწილი გადაკეთებულია, “გასწორებული”.

მაგალითად, მრგვალ ბაღთან, საბავშვო სათამაშოების მაღაზია “პეპელას” კედელი მესიჯების  ბრძოლის ვერლი გახდა. ვიღაც წითელი საღებავით ყოველ ჯერზე - თავიდან “F**k Russia”  ეწერა, მერე ვიღაცამ სიტყვა რუსეთი ლურჯი საღებავით გადახაზა და მის ნაცვლად პუტინი დააწერა, სხვას ესეც არ მოეწონა და მთლიანად “გააშავა” კედელი, პასუხად ახალი წარწერა გაჩნდა.  შეხსენება, რომ რუსეთი ბავშვებს კლავს უკრაინაში. 

 

მეორე "ბრძოლის ველი" პეტრიაშვილის ქუჩაა. თბილისური  სახლის ღობე  ქვეყნის გეოპოლიტიკური ორიენტაციის გარშემო ატეხილ დავას “ირეკლავს.”  აქ პირველი წარწერა მარტის დასაწყისში გაჩნდა და მალევე "დაკორექტირდა." ბოლო შესწორება რამდენიმე კვირის წინ არის შეტანილი. 

 

პეტრიაშვილის ქუჩაზე, რომლის დასაწყისშიც ღვინის ქარხანაა, რუსების ერთ-ერთი საყვარელი თავშეყრის ადგილი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, თითქმის ყველა კედელზე გაჩნდა წარწერა - გმირებს დიდება სკოლის გვერდზე, პუტინის ლანძღვა საცხოვრებელი სახლის ღობეზე, რუსებისთვის სახლში დაბრუნების მოწოდებები კედლებზე. 

პეტრიაშვილის სიახლოვეს, ფალიაშვილის ქუჩის დასაწყისში, სამშენებლო ღობეზე ნახავთ რებუსს რუსული სამხედრო ხომალდის შესახებ.

"ცენზურას" ვერც ეს რებუსი გადაურჩა. 

 

 

და კიდევ არსებობს დედაენის ბარი დედაენის ბაღში, სადაც რუსეთის მოქალაქეებს “ვიზის მისაღებად” ფორმულარის შევსება და საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება უწევთ. 

 

“რუსებმა, რომლებიც აქ ჩამოდიან, შეიძლება არაფერი იცოდნენ აფხაზეთზე. რატომ გაქვთ თქვენს კითხვარში პუნქტი “სლავა უკრაინე” ან ის, ვიცით თუ არა, სად მიდის რუსული სამხედრო ხომალდი?” - ჰკითხა რუსულ ენაზე რამდენიმე დღის წინ თბილისში  გადაცემის  გადასაღებად  ჩამოსულმა რუსმა ჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმა ბარის მეპატრონე დათა ლაფაურს.

“თუ რუსებმა, რომლებიც აქ ჩამოდიან, არაფერი არ იციან   აფხაზეთზე და სამხეთ ოსეთზე, ის მაინც  უნდა იცოდნენ, რომ მათ აქ არავინ ელოდება. თუ რუსებმა არ იციან, რომ საქართველოს 20% რუსეთს აქვს  ოკუპირებული, თუ მათ არ იციან, რომ რუსი ჯარისკაცები ახლაც არალეგალურად იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, რომ აქედან 26 კილომეტრში რუსული ტანკები დგანან და მხოლოდ ჩამოდიან ჩვენთან ხაჭაპურის საჭმელად, მათი ადგილი აქ არ არის” - უპასუხა ინგლისურად  დათა ლაფაურმა ქსენია სობჩაკს. ეს რუსულ ინგლისური დიალოგი სობჩაკის გადაცემიდან  ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. 

“რუსი კოლინიზატორი ყველგან კოლონიზატორია “ - დაწერა უკრაინის მხარდამჭერმა პროფაილმა წმინდა ჯაველინმა 60 ათასზე მეტი გამომწერით ტვიტერზე. 

 

 

ქსენია სობჩაკი პირველი რუსი არ არის, ვინც  თბილისის ქუჩების ანტირუსულმა განწყობებმა გააბრაზა.

ჯერ კიდევ 2019 წელს, როცა რუსი კომუნისტი დეპუტატი  სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტიდან გააძევეს და საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტებმა ბანერები გამოფინეს წარწერებით “Fuck Russia” და “Путин хуйло”-  რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკო ბოდიშის მოხდას  ითხოვდა თბილისში აგორებული “რუსოფობიური ტალღის” გამო. 

დედაენის ბარი  არ არის ერთადერთი ადგილი თბილისში, სადაც ანტირუსული განწყობებია. ლეონიძის ქუჩის კუთხეში, ნახევრადსარდაფში გახსნილ  პატარა ბარში კლიენტებს შეუძლიათ რუსეთის პრეზიდენტი  მიზანში ამოიღონ და  უფასო სასმელი მიიღონ. 

 

“მთელი ის დრო, რაც საქართველოში გავატარე,   დაძაბული ვიყავი” - ამბობს იუთუბზე 16 აგვისტოს ატვირთულ ვიდეოში რუსი ბლოგერი ალენა, რომელიც ბათუმში ექვსთვიანი ცხოვრების შემდეგ ტაილანდში გადავიდა.

“სეირნობ სანაპიროზე, ხედავ წარწერებს: რუსეთი ოკუპანტია,  ფაშისტები, წადით აქედან. შედიხარ კაფეში, იქაც წარწერებია რუსეთზე. იყო შემთხვევა, როცა ავტომობილი რუსული მანქანით, დაკაწრული დახვდა პატრონს. ასეთი შემთხვევების გამო, ბევრს რუსულნომრიან მანქანაში უკრაინის დროშა უდევს გამოსაჩენ ადგილას” - ყვება ალენა. 

ამ ვიდეოს დასაწყისში ის ხსნის საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებსაც:   აქ მოხვედრა მარტივია, ერთი წელი ვიზის გარეშე შეგიძლია იცხოვრო, ბათუმში ზღვაა და დაბალი ფასები, თუმცა, ადამიანები ყველანირად ცდილობენ გაჩვენონ ანტირუსული განწყობებიო - ამბობს ალენა და თან აყოლებს, ყველა არ სვამს ტოლობის ნიშანს რუსეთის ხელისუფლებასა და ხალხს შორის, მაგრამ საქართველოში  ცხოვრება რუსებისთვის მაინც გვარიანად  სტრესულიაო. 

 

“როცა სახლიდან გამოვდიოდი, მეჩვენებოდა, რომ ყველა მე მიყურებდა და ვერავინ ვერ მიტანდა. მთელი ეს წარწერები ქალაქში  ყველგან არის” - ამბობს კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი, ლერა პეტერბურგიდან რუსი ჟურნალისტის, ანასტასია მატვეენკოს მიერ თბილისში გადაღებულ გაცდაცემაში, რომელიც იუთუბზე 23 აგვისტოს აიტვირთა. ის ყვება, რომ 2022 წლის მარტამდე რუსებისთვის ასეთი რთული არ იყო  საქართველოში ცხოვრება, ყველაფერი უკრაიანში ომმა შეცვალა: ფასებიც და ხალხის დამოკიდებულებაც. 

 

“თითქმის ყველა შენობის კედელზე წაიკითხავთ რაიმეს რუსეთის და მისი პრეზიდენტის შესახებ” - ჰყვება იუთუბზე რუსი ბლოგერი, ვოვა კარმანოვი და იქვე აჩვენებს ქუჩებში გადაღებილ წარწერებს იმის დასტურად, რომ საქართველოშიც ყველა “რუსოფობი” არ არის. საქართველოში დროებით ან დიდი ხნით ჩამოსული რუსი ვლოგერების ვიდეოებში, სადაც ისინი საქართველოში ჩამოსვლის დადებით და უარყოფით მხარეებზე უზიარებენ გამოცდილებას რუსულენოვან აუდიტორიას, ცალკე ეპიზოდად არის გამოყოფილი “რუსოფობიური წარწერები და ანტირუსული განწყობები.”

“ჩვენ კაფეში ვსხედვართ, ჩვეულებრივად ვსაუბრობთ რუსულად, თუ თავაზიანად მოიქცევი, რეაგირებაც ნორმალური იქნება. მთავარია, თუ აქ ჩამოდიხარ, გახსოვდეს რომ ომის, ოკუპაციის, ისტორიის, იმის შესახებ, რაც ახლა ხდება…და ქუჩაში არ გახვიდე რუსეთის დროშით. მაშინ ყველაფერი კარგად იქნება” - უხსნის ვოვა კარმანოვს ნიკალაი, ახალგაზრდა კაცი მოსკოვიდან, რომელიც თბილისში საცხოვრებლად ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე ჩამოვიდა. 

 

აქტივისტებმა, ვინც საქართველოში ჩამოსულ რუსებს წარწერებითა და სტიკერებით ახსენებენ მათი ქვეყნის ბოროტებას, იციან, როგორ მოქმედებს ეს მათზე და მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ხელისუფლება პერიოდულად შლის ანტირუსულ წარწერებს, მტკვრის სანაპიროსა თუ მიწისქვეშა გადასასვლელებზე ახლები მალევე ჩნდება. 

 

მოქალაქეები, რომლებიც უკმაყოფილოები არიან ქვეყნის საგარეო პოლიტიკით, ხელისუფლებას ქალაქის ქუჩებიდან სთხოვენ რუსებისთვის ვიზის დაწესებას და რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას. 

 

 

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში წინა წლებთან შედარებით ორჯერ მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა მას შემდეგ, რაც  რაც პრეზიდენტმა პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მათი უმრავლესობა თბილისში რჩება.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Ru24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Ru24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Ru24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Подмосковье выиграло 26 медалей на чемпионате России по единоборству

Махинации на капремонте? Стригункову мог "сдать" бывший подчиненный, сообщил источник

Hugo Аdios: популярный бренд одежды объявил об уходе из России

В Московской области объявили «желтый» уровень погодной опасности из-за грозы

Музыкальные новости

Директор Благотворительного Фонда «Провидение» Елена Осипова стала финалистом премии «Россия - страна возможностей»

Владимир Путин поздравил ветеранов с 50-летием начала строительства Байкало-Амурской магистрали

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)

МФК «Динамо Пушкино» вошел в топ-8 команд Всероссийского футбольного турнира «Кубок Казани»

Новости России

Подмосковный школьник выиграл сертификат на образование в олимпиаде

Шойгу отстранил арестованного Иванова от должности заместителя министра обороны

ОНК: Арестованный замминистра обороны Иванов заявил о стабильном состоянии

Выпуск инновационных протезов наладят в Подмосковье

Экология в России и мире

В филиалах АО "Желдорреммаш" прошли традиционные весенние общезаводские субботники

Публичная и тайная жизнь одного из самых ярких российских адвокатов XIX века в новом историческом детективе “Плевако”

Всероссийский субботник пройдет на территории сервисного локомотивного депо «Москва-Сортировочная» 27 апреля!

Подводные камни корпоративных поздравлений и как их обойти

Спорт в России и мире

Елена Рыбакина рассказала о проблемах со здоровьем

Кудерметова выиграла турнир WTA в Штутгарте в парном разряде

Теннисистка Касаткина заявила, что скучает по России, но пока не может приехать

Мирра Андреева замыкает год // 16-летняя российская теннисистка успешно стартовала на крупном турнире WTA в Мадриде

Moscow.media

Более 11000 поездок совершили пользователи каршеринга BelkaCar по Подмосковью за пять месяцев

Лавров: "США и НАТО одержимы победой над Россией". Комментарии чехов

В Белогорском районе Республики Крым проведен рейд по бывшим мигрантам

Япония потребовала от Google исправить ограничения в рекламе











Топ новостей на этот час

Rss.plus






Шойгу отстранил арестованного Иванова от должности заместителя министра обороны

Что случилось к этому часу: главные новости дня к 19:00 24 апреля

До 26 апреля в парках Московской области завершат обработку от клещей

Более 4,6 млн саженцев виолы посадят в Москве