Мужское население Люберец 20 апреля приглашают проверить свое здоровье у онколога

Представитель Дзюбы: цели, которые преследовали авторы очередных лживых вбросов об Артеме — понятны

Политолог Киселев разъяснил, откуда в США взялась тотальная слежка

Подозреваемый в убийстве москвича азербайджанец объявлен в федеральный розыск



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ცრუ-დადებითი ტესტით კოვიდსაავადმყოფოებში - რა პრობლემებს ქმნის სწრაფი ტესტი

შესაძლებელია თუ არა, რომ კოვიდის სწრაფი ტესტის არასწორი, ცრუ-დადებითი პასუხის გამო ჯანმრთელი ადამიანი კოვიდგანყოფილებაში მოხვდეს? სოციალურ ქსელში მოქალაქეები ასეთ შემთხვევებზე წერენ. ზოგიერთმა მათგანმა უარი განაცხადა დაინფიცირებულ პაციენტებთან ერთად პალატაში ყოფნაზე და აუცილებელი სამედიცინო დახმარების გარეშე დარჩა.

რატომ არ ხდება ასეთი პაციენტების PCR ტესტით გადამოწმება და რასთან გვაქვს საქმე, სისტემურ პრობლემასთან თუ ცალკეული ექიმების შეცდომასთან?

დავით ნიკურაძე გვეუბნება, რომ „ფაიზერით“ ორჯერ აცრილი დედა ამერიკაში 2 კვირით ესტუმრა, PCR ტესტი გაიკეთა წასვლამდეც და ჩამოსვლის დღესაც, 2 დღეში კი ძლიერი ტკივილები დაეწყო. ვარაუდობდნენ, რომ კენჭის გავლა ჰქონდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებას გამოუძახეს. სასწრაფო დახმარებამ პაციენტი ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარულ ცენტრში გადაიყვანა, სწრაფმა ტესტმა კოვიდდადებითი აჩვენა და კლინიკის პერსონალმაც პაციენტის მონაცემები მაშინვე შეიყვანა კოვიდინფიცირებულთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში.

„იმის ახსნამ, რომ ვაქცინირებულია, PCR გაკეთებული აქვს და კონტაქტიც არ ჰქონია კოვიდიანებთან, არ გაჭრა. სთავაზობდნენ კოვიდგანყოფილებაში დარჩენას, დედა არ დაეთანხმა და ამ საშინელი ტკივილებით დაბრუნდა სახლში.

მაინც თავი დავიზღვიეთ და მეორე დღეს გამოვიძახეთ სახლში ლაბორატორია PCR ტესტის გასაკეთებლად და ყველა გავიტესტეთ - მე, დედაჩემი და ჩემი 10 წლის დისშვილი, რომელიც ამერიკაშიც ჩვენთან ერთად იყო.

ჯერ ამ ჯოჯოხეთური ტკივილის ატანა რა არის, მერე რამხელა სტრესია, რომ არ იცი, გაქვს თუ არა კოვიდი. ვისხედით მთელი საღამო შეკეტილები და არ ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. PCR-მა აჩვენა, რომ კოვიდი არ გვქონდა. თან დედა რისკჯგუფშია, ასაკშია. რომ დარჩენილიყო, ხომ აუცილებლად დაინფიცირდებოდა“...

მას შემდეგ, რაც თითქოს ყველაფერი გაირკვა და ექიმთან სამკურნალოდ უნდა მისულიყვნენ, პრობლემა კოვიდინფიცირებულთა ელექტრონულ სიაში ყოფნამ შეუქმნათ, რადგან, არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, „კოვიდით დაავადებულებს” ვერ მოემსახურება კლინიკა, რომელშიც არ არის კოვიდგანყოფილება.

საბოლოოდ, სხვა კლინიკაში მკურნალმა ექიმმა და საავადმყოფომ დაწერა ახსნა-განმარტებითი წერილი, რომ PCR უარყოფითია და საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღეს პაციენტი და გაუწიეს ამბულატორიული მკურნალობა სიმპტომების მწვავე გამოვლენიდან მხოლოდ მესამე დღეს.

იმის გამო, რომ სწრაფი ტესტი შეცდა, პაციენტმა, ერთი მხრივ, ვერ მიიღო სამედიცინო დახმარება და მოუწია აეტანა გაუსაძლისი ტკივილები და, მეორე მხრივ, შესაძლოა დაინფიცირებულიყო ვირუსით, რომლის დაძლევაც, დიდი ალბათობით, გაუჭირდებოდა.

სწრაფი ტესტების მგრძნობელობა 85-90% მერყეობს, სწორედ ამიტომ არის „ოქროს სტანდარტად” წოდებული PCR ტესტი, რომელიც მეტი სიზუსტისა და სანდოობის მქონე კოვიდდიაგნოსტიკის საშუალებაა.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს, გიორგი ლობჟანიძეს, ამ და სხვა საავადმყოფოებში მომხდარი შემთხვევების შესახებ ველაპარაკეთ და დავუსვით კითხვა, რატომ არ შეიძლება, რომ ყველა ჰოსპიტალიზებულ პაციენტს ჩაუტარდეს PCR ტესტირება და თუკი საეჭვოა პაციენტის მდგომარეობა, რა ხდება მაშინ?

„რა შემთხვევებზეც საუბრობთ, ასეთი ხდება მსოფლიოშიც და ჩვენთანაც. კონკრეტულად ეს შემთხვევა ჩვენთან არ მახსენდება, მაგრამ ეს არის ძალიან არასასიამოვნო კლინიკური სიტუაცია, რომელზეც არ არის ცალსახა პასუხი.

თუ საეჭვოა პაციენტი, ყველა კლინიკაში სავალდებულოა, რომ იყოს ერთი იზოლირებული ოთახი დაკვირვებისთვის, თუმცა რამდენ ასეთ პაციენტს დაიტევს, ხომ?!”

გიორგი ლობჟანიძე გვიხსნის, რომ შესაძლებელია დიაგნოსტირების შეცდომის შედეგად პაციენტი კლინიკაში დაინფიცირდეს, მაგრამ იმის შესაძლებლობა, რომ სწრაფი ტესტისა და სიმპტომების თანხვედრით პაციენტს კოვიდი ჰქონდეს, უფრო დიდია.

„როდესაც არის გამოხატული კლინიკური სიმპტომატიკა, ექიმისთვის არ არის მარტივი გამიჯნოს, კოვიდით არის ის გამოწვეული თუ სხვა დაავადებით, მაშინ, როცა უკვე სწრაფი ტესტით აქვს კოვიდის დადებითი პასუხი. ამიტომ ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური ანამნეზი, ინსტრუმენტული კვლევები, PCR შესაძლებელია, რა თქმა უნდა, თუმცა ექიმისთვის ტესტის პასუხი და სიმპტომები არის საფუძველი, რომ გადაიხაროს კოვიდდიაგნოზისკენ, რადგან გაიდლაინებითაც ასეა მოწოდებული, სიმპტომატიკა და სწრაფი ტესტი, ფაქტობრივად, არის კოვიდის დადასტურებული შემთხვევა“, - განმარტავს საავადმყოფოს დირექტორი.

ამიტომ, თუ პაციენტს აქვს კოვიდის სიმპტომები და ერთჯერადი ტესტი დადებითია, PCR ტესტირება, ფაქტობრივად, აღარ ხდება (თუკი პაციენტი თავისი ხარჯით არ გადაწყვეტს ამ კვლევის ჩატარებას), რადგან, როგორც ექიმმა აღნიშნა, გაიდლაინში ასეა, ხოლო ყველა სხვა შემთხვევა იშვიათი გამონაკლისია.

იშვიათი გამონაკლისი შესაძლებელია საბედისწერო შეცდომა გახდეს ზოგიერთი ოჯახისათვის. მაგალითად, ნინო მახვილაძემ დღემდე არ იცის, გულის უკმარისობით საავადმყოფოში გადაყვანილი დედა იქ დაინფიცირდა, თუ უკვე ჰქონდა ვირუსი, როცა კლინიკაში მიიყვანეს. კოვიდის სიმპტომები ნინოს დედას საავადმყოფოში მოხვედრიდან 2 კვირაში დაეწყო და მალევე რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.

„ექიმი მიმტკიცებდა, რომ [PCR ტესტირება] საჭირო არ არისო... რომ სწრაფი ტესტი საკმარისია...

ორი-სამი დღის ჭიდილის და ხვეწნის მერე მითხრა, თუ გინდათ, თქვენ გაუკეთეთო, ანუ თქვენი ფულით. კინაღამ გავგიჟდით, როცა გავიგეთ, რომ თურმე ფულის ამბავი იყო. ამ ჭიდილში 3 დღე იყო გასული და სამი დღე რადგან უკვე კოვიდგადაუდებელში იწვა, გვითხრეს, რომ აზრი აღარ ჰქონდა - პისიარი უარყოფითი რომც ყოფილიყო, უკვე არავინ გამოგვატანდა და არც სხვა საავადმყოფო მიიღებდა. „მიხაილოვში“ იწვა. მიმტკიცებდნენ, რომ სწრაფი ტესტი დადებითს თუ აჩვენებს, ესე იგი დადებითია, მაგრამ უარყოფითი შეიძლება არასწორი იყოსო“.

ამასვე უმტკიცებს რადიო თავისუფლებას წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის „მიხაილოვის“ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

„თუ სწრაფი ტესტი დადებითია, ესე იგი დადებითია, ანუ მისი ცდომილება ძალიან დაბალია დაავადების არსებობის შემთხვევაში”.

თუმცა დაავადების არარსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია, რომ ტესტმა ცრუ-დადებითი შედეგი აჩვენოს. ეს მოხდა თორნიკე მანდარიას შემთხვევაში. 5 ივლისს მოძალადე ჯგუფებისგან დაშავებული ჟურნალისტი თორნიკე მანდარია სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. იმის გამო, რომ ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა, ნაცხის ნიმუში პირიდან აიღეს. ტესტმა დადებითი აჩვენა. კოვიდგადატანილს და ორჯერადად აცრილ, ამავდროულად, უსიმპტომო თორნიკეს ეჭვი გაუჩნდა, რომ ძალიან მცირე იყო დაინფიცირების რისკი. თორნიკე კოვიდმიმღებ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაამისამართეს.

„შემიყვანეს ისეთ პაციენტებთან, რომლებსაც ჟანგბადს ასუნთქებდნენ. საერთო პალატაში დაახლოებით ნახევარი საათი დავყავი. ჩამიტარეს გამოკვლევები, ამიღეს ანალიზები, გადამიღეს რენტგენი. მოვითხოვეთ PCR ტესტი. გვითხრეს, რომ მაშინ კერძო ლაბორატორიაში უნდა გააკეთოთ თქვენ თვითონო. ჩვენ დავთანხმდით, მაგრამ მერე გადაიფიქრეს და ამიღეს ნაცხი სისხლიანი ცხვირიდან. იქამდე, სანამ ხელმეორედ გამიკეთებდნენ ტესტს, მოვითხოვე ცალკე პალატაში გადაყვანა, სადაც არ იქნებოდნენ ინფიცირებულები. ტესტის გაკეთებიდანვე გოგო მალევე შემოვიდა, არაფერი აქვსო და პირდაპირ კოვიდპალატიდან გამომიშვეს. ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ აღარც გამირკვევია, PCR ტესტი იყო, თუ სწრაფი ტესტი”.

სავარაუდოა, რომ ტესტი სწრაფი იყო, რადგან თორნიკეს პასუხი რამდენიმე წუთში უთხრეს, PCR-ს კი მინიმუმ 12 საათი სჭირდება პასუხის გასაგებად.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, თქმით, თუკი პაციენტი უსიმპტომოა და ტესტი დადებითს აჩვენებს, საჭიროა PCR-ის გაკეთება, პაციენტის მოსაცდელ პალატაში თუნდაც 1 დღით დაყოვნება, ან ამბულატორიული მკურნალობის შემთხვევაში თვითიზოლაციაში გაშვება. თორნიკე არც იზოლირებულ პალატაში გაუჩერებიათ 1 დღე და არც თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიუციათ, როდესაც კოვიდპაციენტებიანი პალატიდან ქუჩაში გამოვიდა.

„თუ ჩვენ დავასაბუთებთ, რომ პაციენტს ესაჭიროება PCR, სახელმწიფო გვინაზღაურებს, ანუ ისევ სახელმწიფოს აწვება ტვირთად. ამიტომ ხომ არ მოვიტყუები, რომ, ბატონო სახელმწიფო, სტრაფი ტესტით დადებითია და პატრონს ეეჭვება და, მოდი, PCR-ს გავაკეთებ და 70 ლარით გავზარდოთ ხარჯები, - რატომ, რისი გულისთვის?“ - ცდილობს აგვიხსნას ზაზა ლურსმანაშვილმა, რომ სწრაფი ტესტიც საკმარისია სიმპტომებიანი პაციენტებისთვის.

რომ არა თორნიკეს ან სხვა პაციენტების ოჯახების დაჟინებული მოთხოვნები ტესტის გაკეთებაზე, ჩაითვლებოდა, რომ ეს ადამიანები ინფიცირებული არიან და სახელმწიფოს არათუ 70, მინიმუმ 2000 ლარის გადახდა მოუწევდა (სწორედ ამდენი უჯდება მინიმუმ 1 პაციენტის მკურნალობა სახელმწიფოს). ხარჯებზე მნიშვნელოვანი კი საფრთხეა, რომელიც რისკჯგუფებში მყოფ პაციენტებს შეექმნათ. ამ შეცდომაზე კი პასუხისმგებლობას ერთმნიშვნელოვნად ჯანდაცვის სისტემის არცერთი რგოლი არ იღებს. საბოლოოდ, ისევ ყველაფერი ექიმის კომპეტენციაზეა დამოკიდებული, სწორად მიხვდება თუ არა, პაციენტს კოვიდის ნიშნები აქვს თუ სხვა დაავადებით გამოწვეული ჩივილები.

დღეს, 20 ივლისს, საქართველოში 2 600-ზე მეტი კოვიდინფიცირებულია და 26 გარდაცვლილი.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Ru24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Ru24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Ru24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Квартиры по реновации получили жители 280 домов в первом квартале 2024 года

В Московском регионе выпало от 10 до 20 мм осадков за день

«Российские лидеры». Застройщики Крыма заняли первое место по вводу жилых новостроек с апартаментами

Регионы получат больше «штрафных» прав

Музыкальные новости

Социальная работа на предприятии: современные тенденции и интересные кейсы

«Вспыльчивый очень»: Лоза объяснил агрессивное поведение Лепса на концерте

Дети с ограниченными возможностями здоровья посетили курорт «Манжерок»

Артем Быстров спасает родной город под хиты «Землян» и «Самоцветов»: телеканал ТНТ покажет комедийный сериал Okko «Очевидное невероятное» по рассказам Кира Булычева

Новости России

Топ-6 пластических операций с самым легким реабилитационным периодом

В Московском регионе выпало от 10 до 20 мм осадков за день

Саратовский губернатор Бусаргин сообщил об отмене салюта и парада на День Победы

«Российские лидеры». Застройщики Крыма заняли первое место по вводу жилых новостроек с апартаментами

Экология в России и мире

РМОУ презентовал издательский проект «Притяжение Сочи» на форуме «Мы вместе. Спорт»

Врач -стоматолог Владимир Лосев: особенности и нюансы лечения зубов у пожилых

Зубные щетки Revyline Perfect DUO и зубная паста Organic Detox доступны в Уфе

Владимир Брилёв: «Благотворительный базар в Lotte Hotel для дружеских делегаций из 44 стран – это круто!»

Спорт в России и мире

Полина Кудерметова проиграла Плишковой в первом круге турнира WTA в Руане

Александрова проиграла Жабер в первом круге турнира WTA в Штутгарте

Бадоса из-за травмы снялась с матча против Соболенко и заплакала у сетки

Прямая трансляция первого матча Елены Рыбакиной на турнире в Штутгарте

Moscow.media

Мигрантам хотят запретить работать в такси

Псковская область подала заявку на проведение ДЭГ на очередных выборах

Два человека погибли в ночном ДТП в Алтайском крае

Беспроводной сканер штрих-кодов SAOTRON P05i промышленного класса











Топ новостей на этот час

Rss.plus






СК: в квартире подозреваемого в убийстве в Москве нашли более 44 млн рублей

Топ-6 пластических операций с самым легким реабилитационным периодом

Пощады не будет, не ждите: за инструменты и садовую технику на даче начнут штрафовать с 1 мая

Квартиры по реновации получили жители 280 домов в первом квартале 2024 года