Власти Москвы приглашают художников украсить метрополитен

В Госдепе США заявили, что гонка ядерных вооружений никому не нужна

Стартовали работы по капремонту крыш многоквартирных домов

Росреестр поставил на кадастровый учет восьмой дом по реновации в ВАО с начала года



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კანის კინოფესტივალი: ბრძოლა კინოს გადარჩენისთვის

კანის კინოფესტივალი: ბრძოლა კინოს გადარჩენისთვის

მართლა არ მჯეროდა, რომ წელს კანის ფესტივალი ჩატარდებოდა. მითუმეტეს არ მჯეროდა, რომ ქართველები მსოფლიოს მთავარ კინოფორუმზე დასწრებას შევძლებდით. აგერ რუსი კოლეგები ჯერ კიდევ ათდღიან კარანტინში არიან, აგერ კინემატოგრაფისტებმა და ჟურნალისტებმა ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან, აზიის ქვეყნებიდან საერთოდ ვერ შეძლეს საფრანგეთში ჩამოსვლა. 

მაგრამ კანის ფესტივალი მაინც შედგა, შეიძლება ითქვას, რომ კინო გადარჩა - 6 ივლისს ჯოდი ფოსტერმა, პედრო ალმოდოვარმა და წლევანდელი ჟიურის თავმჯდომარემ, ამერიკელმა რეჟისორმა სპაიკ ლიმ საზეიმოდ გახსნეს ყველაზე საინტერესო კინოდათვალიერება, რომელიც თავისი არსებობის მანძილზე მხოლოდ ორჯერ ჩაიშალა - პირველად 1939 წელს, როცა კანის პირველი კინოფორუმის გახსნას მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ შეუშალა ხელი და მეორედ 1968 წელს, როცა ფესტივალი გაიხსნა და მეორე დღესვე დაიხურა - 68 წლის მაისში საფრანგეთს ფესტივალისთვის არ ეცალა - სხვებთან ერთად კინემატოგრაფისტებიც აგებდნენ ბარიკადებს შუაგულ პარიზში. 68 წლის ფესტივალის ერთადერთ პრესკონფერენციაზე ლუი მალმა განაცხადა, რომ სირცხვილია დროის გატარება „ლაჟვარდოვანი სანაპიროს“ რესტორნებში მაშინ, როდესაც პარიზსა და ლონდონში, ბერლინსა და რომში პოლიცია ახალგაზრდებს სცემს და აპატიმრებს.

წელს, კანის ფესტივალის ჟიურის პრესკონფერენციაზე ქართველი კოლეგის, ანანო ბაკურაძის მიმართვა,  თუ გნებავთ თხოვნა მსოფლიო მედიამ ყურადღება მიაქციოს თბილისში განვითარებულ მოვლენებს და ლგბტ ადამიანების დევნას, სპაიკ ლიმაც აიტაცა. ახლა ანანოს უკვე ქუჩაში აჩერებენ და საქართველოს ამბებზე ეკითხებიან. 

დიახ, ესაა სწორედ კარგი კინოფესტივალი - პოლიტიკა და კინო კარგ ფესტივალზე არასდროსაა გამიჯნული. ამ ერთიანობას ვერანაირი „დისტანციური ფორუმი“ და ვირტუალური პროგრამები ვერ შეცვლიან. კანში კინო ფაქტობრივად გრძელდება ფილმის დასრულების შემდეგ, კინოდარბაზიდან გამოსვლის შემდეგ.  თუმცა აქ უფრო მეტად ფასობს კინო, რომელიც არა იმდენად აღბეჭდავს რეალობას, არამედ თავად ქმნის მას, თავად კარნახობს სინამდვილეს თამაშის წესებს. 

ასეთია საკონკურსო პროგრამის  პირველივე ფილმი, რომლითაც გაიხსნა კანის 74-ე ფესტივალი, ფრანგი რეჟისორი, ლეო კარაქსის  ინგლისურენოვანი ნამუშევარი, მიუზიკლი „ანეტ“ - ოპერის მომღერალი ქალისა და მისი კომიკოსი ქმრის რომანტიკულ-სიურრეალისტური ამბავი - ერთი მხრივ, მამაკაცი-ხელოვანის აღსარება და მეორე მხრივ, თავისებური ფემინისტური მანიფესტი. კარაქსმა, რომელიც ფაქტობრივად ათ წელიწადში ერთხელ იღებს კინოს, ახალი ფილმი მიუძღვნა საიდუმლო ვითარებაში გარდაცვლილი მეუღლის, ეკატერინა გოლუბევას ქალიშვილს ნასტიას, რაც კიდევ უფრო დამაფიქრებელს, იდუმალებით მოცულს ხდის სურათს - თუკი ადამ დრაივერი და მარიონ კოტიარი ფრანგი რეჟისორის ცხოვრებას განასახიერებენ, იბადება კითხვა - ხომ არ არის „ანიეტ“ თავად ლეო კარაქსის მონანიება, „კაცური მარცხის“ აღიარება იმ ქალების წინაშე, რომლებიც ძალადობის და უთანასწორობის მსხვერპლნი არიან?

პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა კინოს სამყაროში. შეიცვალა კანის ფესტივალის სტრუქტურაც. თუკი წინა ფორუმებზე ჟურნალისტებს განსხვავებული ხარისხის აკრედიტაციებით ანაწილებდნენ და დარბაზშიც შესაბამისი პრინციპით სვამდნენ - „თეთრებს“ და „ვარდისფერებს“ პარტერში, „ლურჯებს“ და „ყვითლებს“ ქანდარაზე, კოვიდმა ამ დისკრიმინაციას ბოლო მოუღო - ახლა ყველა ერთნაირად, ინტერნეტით უკვეთავს ბილეთებს , რათა დარბაზის წინ, რიგში, ხალხი ერთად არ შეგროვდეს... ეგაა, რომ პანდემიას დისკრიმინაციის ახალი ფორმა მოჰყვა - ევროპაში აღიარებული ვაქცინებით აცრილებს კანში ჩამოსვლა არ გაუჭირდათ. სხვებს ქაღალდები და განსაკუთრებული ნებართვა დასჭირდათ, მათ შორის ჩინური ვაქცინებით აცრილ ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს.

ვიცი, რომ კოვიდით ცოტა მოგაბეზრეთ თავი: კანის კინოფესტივალზეა, წლის 24 საუკეთესო ფილმი უნდა ნახოს და მაინც პანდემიას ახსენებსო. ვერ დაგპირდებით, რომ კანის კინოფესტივალის დღიურებში ამ თემას არ მივუბრუნდები. უფრო მეტიც, პანდემიის აჩრდილს, გარწმუნებთ, აქ ნაჩვენებ ყველა ფილმში ვიხილავ. წელიწადნახევარია სამყარო პატარა ვირუსის მანიპულაციებით ცხოვრობს. ცხადია, კინო ამ ახალ ჭირს ვერ გაემიჯნება. მთავარია, მართლა გადარჩეს და კანის წლევანდელი ფესტივალი არ გადაიქცეს ჭირის დროს მოწყობილ ნადიმად.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Ru24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Ru24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Ru24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Собянин: москвичи выберут концепции благоустройства восьми пространств

Педагоги вузов Москвы провели мастер-классы для юных талантов Ямала

Соревнования для начинающих робототехников пройдут в Подмосковье

Интернет в дороге. Какие сервисы используют автолюбители на трассе М 12

Музыкальные новости

Концерт "Настроение - весна!"

LG ЗАНИМАЕТ ЦЕНТРАЛЬНОЕ МЕСТО НА 37-М МЕЖДУНАРОДНОМ СИМПОЗИУМЕ И ВЫСТАВКЕ ЭЛЕКТРОМОБИЛЕЙ

Звезды шоу-бизнеса Эвелина Бледанс, Костя Дзю, Катя Лель, Катя Гордон примут участие в церемонии награждения премии «PERSONO года 2024»

В Fortnite добавят Билли Айлиш, Снуп Дога и скины Metallica

Новости России

В Подмосковье волонтеры высадили 3 тыс сеянцев сосны

Смотровая площадка Северного речного вокзала возобновила работу

Простой аналог. Цену нотариальных действий измерили борщом и бензином

Педагоги вузов Москвы провели мастер-классы для юных талантов Ямала

Экология в России и мире

МФК «Динамо Пушкино» вошел в топ-8 команд Всероссийского футбольного турнира «Кубок Казани»

Хеликс запускает лайт-формат сервиса Helix Express для сдачи анализов в Тамбове

Дистрибьюция Музыки. Дистрибьюция Музыки в России. Дистрибьюция музыки в вк. Яндекс музыка дистрибьюция. Цифровая дистрибьюция музыка. Дистрибьюция музыки под ключ.

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)

Спорт в России и мире

Рыбакина приблизилась к первой ракетке мира

Кудерметова и Хао-Чин вышли в финал турнира WTA в Штутгарте в парном разряде

Мария стала соперницей Азаренко на турнире WTA в Мадриде

Первая ракетка России рассказала об общении с Шараповой

Moscow.media

Дубненского отдела вневедомственной охраны Главного управления Росгвардии по Московской области, который тренирует юных тхэквондистов.

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)

Всероссийский субботник пройдет на территории сервисного локомотивного депо «Москва-Сортировочная» 27 апреля!

«Браво, артисты!»: в Москве было не по погоде жарко











Топ новостей на этот час

Rss.plus






В Подмосковье волонтеры высадили 3 тыс сеянцев сосны

Mash сообщил, где мог жить арестованный замглавы обороны Иванов в Москве

Казино и букмекеры проводят более 1 млн транзакций в год через счета дропов

Выбираем шины для лета