За пожарной безопасностью лесов будут следить 10 воздушных судов

Пользователей СИМ начнут штрафовать за езду в нетрезвом виде на 30 тысяч рублей

В Москве магазинный вор атаковал ножом охранника, поймавшего его

Генпрокуратура проверит телеведущую Татьяну Лазареву* из-за поддержки ВСУ



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

5 ივლისი - როგორ დაირღვა კონსტიტუცია, რას იძიებს შსს და რა რჩება გამოუძიებელი

5 ივლისი - როგორ დაირღვა კონსტიტუცია, რას იძიებს შსს და რა რჩება გამოუძიებელი

5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების ქუჩაში გამოსვლამ საქართველოს კონსტიტუციით დაცული ოთხი უფლება შელახა. იკვეთებოდა სისხლის სამართლის კოდექსის რვა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულიც. ასევე იყო ადმინისტრაციული გადაცდომები.

საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეებისა და ქვეყნის ურყევი ნების გამოხატულებაა - ამ სიტყვებით იწყება კონსტიტუცია, რომელიც სახელმწიფოს მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი კანონია. კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების დაცვა ხელისუფლების ვალდებულებაა.

უფლებები, რომელიც 5 ივლისის აქციაზე შეილახა, საქართველოს კონსტიტუციის ადამიანის ძირითადი უფლებების თავით არის დაცული.

თანასწორობის უფლება - მუხლი 11

5 ივლისს სექსუალური ორიენტაციით დისკრიმინაციის გამო ლგბტქ+ თემის წევრებს, “თბილისი პრაიდს” ძალადობრივმა ჯგუფებმა არ მისცეს საშუალება გაემართათ “ღირსების მარში”, რომელიც ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე, 4 ივნისს იყო დაანონსებული. მათ დაიკავეს რუსთაველის გამზირი, სადაც მარშს უნდა ჩაევლო.

ნაწყვეტი კონსტიტუციიდან:

აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ დღეს დაადასტურა, რომ "პრაიდის კვირეულის" ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებიდან პოლიციამ მხოლოდ პირველი და 3 ივლისის ღონისძიების უსაფრთხოებაზე აიღეს პასუხისმგებლობა.

“რაც შეეხება 5 ივლისის ღონისძიებას, ჩვენი მხრიდან ცალსახად იყო გაცხადებული, რომ ღონისძიების მასშტაბების, მონაწილე პირთა რაოდენობის და იმ ფორმატის გათვალისწინებით, რა ფორმატითაც იყო შემოთავაზებული ეს ღონისძიება, რთული იქნებოდა უსაფრთხოების ღონისძიებების დაცვა..." - თქვა მინისტრის მოადგილემ.

აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლება - მუხლი 17

კონსტიტუციის ეს მუხლი ერთდროულად ეხება აზრის გამოხატვის და მედიასაშუალებების მუშაობის თავისუფლებას.

გარდა იმისა, რომ ორი დღის წინ სიძულვილის ჯგუფებმა ხელი შეუშალეს ლგბტ თემის უფლებების მხარდამჭერი პირების გამოხატვის თავისუფლებას, უშლიდნენ მედიასაშუალებებს ხელს მუშაობაში და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ამ დღეს, შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, დაშავდა 55 ადამიანი, მათგან 53 ჟურნალისტია. ჟურნალისტების ნაწილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ, ნაწილი ამ დრომდე აგრძელებს მკურნალობას ან რეაბილიტაციას. რა მატერიალური ზიანი მიიღეს მედიასაშუალებებმა, დაუზუსტებელია - ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაუზიანეს ველზე სამუშაო ტექნიკა, კამერები და პირდაპირი ჩართვის მოწყობილობები.

ნაწყვეტი კონსტიტუციიდან:

აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო;

მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია;

ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების [...], სხვათა უფლებების დასაცავად....

საკუთრების უფლება - მუხლი 19

ძალადობრივი ჯგუფების წევრები შეიჭრნენ “თბილისი პრაიდის” ოფისში და დაარბიეს. არაერთმა კამერამ გადაიღო რამდენიმე ადამიანი, რომელიც ქუჩიდან მესამე სართულის აივანზე აძვრა და იქიდან ოფისის კარი შეამტვრია.

“თბილის პრაიდის “ წევრებმა გადაიღეს დარბეული ოფისის კადრებიც.

 

ნაწყვეტი კონსტიტუციიდან:

საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

შეკრების თავისუფლება - მუხლი 21

ერთთვიანი მზადების, პოლიციასთან შეხვედრების, არაერთი საჯარო განცხადების შემდეგაც “ღირსების მარში” არ შედგა. მოქალაქეებს, რომლებსაც მხოლოდ მშვიდობიანი მსვლელობის გამართვა უნდოდათ, ამის საშუალება არ მისცეს. რამდენიმე ულტრამემარჯვენე ორიენტაციის ჯგუფის წევრები მათ ქუჩაში გამოსვლის შემთხვევაში საჯაროდ ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით. სახელმწიფო მოხელეები დღემდე აცხადებდნენ, რომ “ღირსების მარში” ამ ჯგუფებისგან ძნელი დასაცავი იქნებოდა რა შეკრების ჩატარებას მიზანშეწონილად არ თვლიდნენ.

ნაწყვეტი კონსტიტუციიდან:

ყველას აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება.

სისხლის სამართლის დანაშაულები

იმისთვის, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებები დაცული იყოს, არსებობს სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც ხელისუფლებას საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენების უფლებას აძლევს, მეორე მხრივ კი გამოძიების დაწყებას ავალდებულებს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი, ქეთი ჩუთლაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებში შესაძლოა იკვეთებოდეს სისხლის სამართლის რვა, ერთმანეთისგან განსხვავებული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. ჩამოთვლილი მუხლებიდან სამი კვალიფიკაციით საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროც იძიებს.

შსს გამოძიებას ატარებს:

ჟურნალისტებისთვის და მოქალაქეებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისთვის ძალადობის (126-ე) მუხლით;

ჟურნალისტების საქმიანობის ხელის შეშლისთვის (მუხლი 154);

ძალადობის დროს სხვა პირების საკუთრების დაზიანებისთვის (მუხლი 187).

ამ სამი მუხლით მაქსიმუმ 2 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

სისხლის სამართლის მუხლები, რომლის დანაშაულის ნიშნებსაც სოციალური თანასწორობის ცენტრში ხედავენ, გამოძიება არ დაწყებულა.

"[პოლიტიკური ნების გაგრძელება შეიძლება იყოს, რომ გამოძიება არ დაიწყო ამ მუხლებით]. 20 ივნისის შემთხვევაში გვახსოვს, რომ მძიმე მუხლებით დაიწყო გამოძიება, ახლა შედარებით მსუბუქი მუხლებით იძიებს შსს", - ამბობს იურისტი.

იმის გამო, რომ კონტრაქციაზე სასულიერო პირი შეკრებილ მოქალაქეებს პირდაპირ მოუწოდებდა ძალადობისკენ, იურისტი ფიქრობს, რომ ამ მოწოდების გამო გამოძიების “ძალადობის მოწოდების” (239 პრიმა) მუხლით დაწყების მოტივი არსებობს.

“არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ იძალადოთ სამშობლოსთვის, ქვეყნისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვის”, - ამბობდა ერთ-ერთი სასულიერო პირი, რომელიც მოძალადე ჯგუფების წევრებს მიმართავდა.

სისხლის სამართლის კოდექსით, ვინმეს მიმართ რაიმე ნიშნის გამო ძალადობისკენ საჯარო მოწოდებისთვის, რისი შედეგადაც ადამიანს ჯანმრთელობა მძიმედ დაუზიანეს, ისჯება ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობით.

იმის გამო, რომ კონტრაქცია წინასწარ იყო დაგეგმილი და სიძულვილის ჯგუფები მუდმივად ცდილობდნენ ძალადობრივად და უხეშად დაერღვიათ საზოგადოებრივი წესრიგი, ჩანს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული (მუხლი 239) პასუხისმგებლობის დაკისრების ნიშნებიც. ამ მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი ერთ წლამდე პატიმრობაა.

ის, რომ ეს ძალადობრივი ჯგუფი ორგანიზებულად მოქმედებდა, კარგად გამოჩნდა დღის განმავლობაში. მათ დაარბიეს “თბილისი პრაიდის” ოფისი და სცადეს “სირცხვილიას” ოფისში შეჭრა. იმის მიუხედავად, რომ ისინი სხვადასხვა ჯგუფად იყვნენ დაყოფილი, ფიზიკურად უსწორდებოდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს.

სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით პასუხისმგებლობა ჯგუფური ძალადობისთვის დგება. კანონმდებლობით გათვალისწინებულია ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობა.

ძალადობის მსხვერპლი ხდებოდნენ სამართალდამცავებიც, თუ ისინი ცდილობდნენ ჟურნალისტების დაცვას და ადგილიდან გარიდებას. ამ ჩამონათვალში ყველაზე მკაცრი სწორედ ამ კატეგორიის დანაშაულისთვის არის გათვალისწინებული.

ჯგუფის მიერ პოლიციელზე ძალადობა ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება.

კიდევ ერთი გარემოება, რაზეც სოციალური სამართლიანობის ცენტრში ამახვილებენ ყურადღებას 5 ივლისს გამოყვანილი სამართალდამცავების რაოდენობაა. ისინი ძირითადად ვერ ახერხებდნენ ძალადობრივი ჯგუფის შეჩერებას.

“ფაქტობრივად, როგორც დავინახეთ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იყო მოწოდებული, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაეცვა... იმდენად არაეფექტური რეაგირება, რომ უამრავი ადამიანი იყო გამოსული, შეუძლებელი იყო 10 და 15 პოლიციელს რეაგირება მოეხდინა. რაღაც მომენტებში ვხედავადით, რომ პოლიციას არც კი ჰქონდა შესაძლებლობა რომ რეაგირება ჰქონდა. ცალკეულ შემთხვევებში ვხედავდით, რომ უმოქმედობას ავლენდნენ", - ამბობს ქეთი ჩუთლაშვილი.

იმისთვის, რომ დადგინდეს, რამდენად სწორად იყო გადანაწილებული საპოლიციო ძალები იურისტი ფიქრობს, რომ გამოძიება გულგრილობის მუხლითაც (342) უნდა დაიწყოს. ამ შემთხვევაში მაქსიმალური სასჯელი სამ წლამდე პატიმრობაა.

რა მუხლით დაიწყებს გამოძიებას საგამოძიებო ორგანო, ეს კანონმდებლობით სრულად მასზეა დამოკიდებული. იგეგმება თუ არა სხვა კვალიფიკაციის დამატება, ჯერ უცნობია.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Ru24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Ru24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Ru24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Эксперт: открытие промышленных объектов положительно влияет на экономику Москвы

В Дептрансе Москвы напомнили новые правила пользования электросамокатами

Участвующая в Параде Победы военная техника начала передислокацию в Москву

Воронежский сенатор Сергей Лукин заявил о новых шагах по защите прав граждан и интересов государства

Музыкальные новости

«Кот в мешке» на «Юмор FM – Санкт-Петербург»

В Москве мужчина привлек внимание полиции неудачной шуткой о «Крокусе» — БлокнотРУ — Крокус Сити Холл новости. Крокус Сити Холл. Список заказчиков Крокус Сити Холл. Кто владелец Крокус Сити Холл в Москве? Владелец Крокус Сити Холл в Москве. Крокус Сити. Новости. Крокус. Крокус Сити новости. Крокус Сити Холл новости. Последние новости Крокус Сити. Крокус Сити последние новости. Крокус. Крокус последние новости. Новости Крокус. Крокус Сити Холл новости сегодня. Крокус Сити Холл. Крокус Сити новости. Крокус новости. Последние новости Крокус Сити Холл.

Собянин назначил нового главу Стройкомплекса Москвы

Телефон раздора: что грозит Лепсу за удар по смартфону фанатки

Новости России

Появились подробности аварии в районе Очаково-Матвеевское

Как поучаствовать в продаже иностранных ценных бумаг по указу №844

Совет Федерации опубликовал постановление о назначении Подносовой главой ВС РФ

«Вспыльчивый очень»: Лоза объяснил агрессивное поведение Лепса на концерте

Экология в России и мире

Филиалы АО "Желдорреммаш" приняли участие в региональном этапе второй Всероссийской ярмарки трудоустройства «Работа России. Время возможностей»

Lamoda и Fashion Factory School: локальные бренды присутствуют в гардеробе 75 процентов россиян

Американский турист приехал в Россию и был удивлён

Минфин РФ: отсутствие интероперабельности - это препятствие к использованию ЦФА в международных расчетах

Спорт в России и мире

Соперница Арины Соболенко разрыдалась на плече белоруски

Рыбакина о смене гражданства: «Я никому ничего не доказываю. В меня поверил Казахстан, чему я очень рада»

Теннисист Рублев разбил ракетку после поражения на турнире в Барселоне

WTA отреагировала на суперкамбэк Елены Рыбакиной

Moscow.media

Компания «Наносемантика» усовершенствовала обработку входящих вызовов КАПИТАЛ LIFE с помощью искусственного интеллекта

Названы самые дорогие советские автомобили на апрель 2024 года

Сотрудники росгвардии задержали гражданина с поддельным документом в Москве

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)











Топ новостей на этот час

Rss.plus






Итоги субсидирования сельхозпроизводителей подвели в Подмосковье

ПАСЕ приняла резолюцию о непризнании Владимира Путина легитимным президентом России

Как поучаствовать в продаже иностранных ценных бумаг по указу №844

Полуголая девушка напугала водителей в Екатеринбурге