ევროკომისიის პრეზიდენტი ხალხს მოუწოდებს, აიცრან COVID-19-ის წინააღმდეგ, იმ ფონზე, როცა ვრცელდება კორონავირუსის "დელტა" ვარიანტი. ეს ვარიანტი პირველად ინდოეთში ამოიცნეს, ამჟამად სულ მცირე 85 ქვეყანაშია და ბევრგან ინფიცირების ტალღის გაძლიერებას იწვევს. ის გაცილებით უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ვირუსის სხვა ვარიანტები.
2 ივლისს, ლიეტუვაში მყოფმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ინფიცირების მაჩვენებელი ამ ვარიანტის გამო იზრდება, თუმცა დასძინა, "კარგი ამბავი" ის არის, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო არსებული ვაქცინები ეფექტიანია მის წინააღმდეგო.
ინდონეზიამ 3 ივლისს ნაწილობრივი ლოკდაუნი აამოქმედა ჯაკარტაში, ბალიზე და ჯავაზე, რადგან მატულობს "დელტა" ვარიანტის გავრცელების სიხშირე. ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება ავსტრალიაშიც.