რუსთავისა და გაჩიანის დამაკავშირებელი ხიდიდან სატვირთო გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი გარდაიცვალა.
ადგილზე მუშაობენ საპატრულო და სამაშველო ეკიპაჟები.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაწყო. ამ მუხლით ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევისთვის, რა დროსაც ადამიანი გარდაიცვალა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.