Шестеро детей пострадали в Москве из-за нескольких ДТП за сутки

Московские команды выступят в Бизнес-лиге «Матч ТВ» по тэг-регби в Екатеринбурге

Оплачивающих проезд пассажиров стало на 2 тыс. больше после усиленных проверок на юге столицы

Кинопоказ фильма «Самолет Ил-2» пройдет в онлайн-кинотеатре Музея Победы



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პოლიციის კორდონის გავლით: „გუშინ ზუსტად ვიგრძენი რას განიცდიან ქვიარ ადამიანები“

პოლიციის კორდონის გავლით:  „გუშინ ზუსტად ვიგრძენი რას განიცდიან ქვიარ ადამიანები“

ქვების, ბოთლების და კვერცხების სროლაში ჰომოფობიურად განწყობილი ხალხის მხრიდან, მათი აგრესიის თანხლებით და პოლიციის კორდონის ფონზე, აშკარად შესამჩნევი დაძაბულობით, მაგრამ მაინც, ჩაიარა პრაიდის კვირეულის პირველმა, რთულმა დღემ, პირველმა ივლისმა.

სამასამდე ადამიანმა, ქვიარ თემის გულშემატკივრებმა, მეგობრებმა, სამოქალაქო საზოგადოების და დიპლომატიური კორპუსების წევრებმა, დახურულ ღონისძიებაზე, რომელსაც პოლიცია იცავდა, ნახეს ფილმი „ღირსების მარში“, რომელიც შარშანწინდელ პრაიდზე ყვება.

იქ მისულმა და შემდეგ უკან გამობრუნებულმა ადამიანებმა დაახლოებით იგივე გზა გაიარეს, რასაც ლგბტქ თემის წევრები გადიან ყოველდღე - ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მათ ყოველდღე პოლიცია არ იცავს. კვირეულის პირველი დღე მაინც შედგა. ღონისძიება ჩატარდა. სათქმელი - ითქვა.

ჟურნალისტი მანანა ვარდიაშვილი იქ დასასწრებად, ცოტათი ადრე წავიდა, საბურთალოზევე შეამჩნია პოლიციელების მობილიზება და გაიფიქრა კიდეც, რა ადრიანად დაუწყიათ შეკრება ან ამდენი პოლიციელი რა საჭიროა იმისთვის, რომ ხალხი ფილმის ჩვენებაზე მივიდესო. მაგრამ როცა კლუბს მიუახლოვდა, მიხვდა - ეს არ იყო გადამეტებული ზრუნვა.

„იქ იდგა ბევრი ძალიან აგრესიულად განწყობილი ადამიანი. და ამ აგრესიას ისინი არა მხოლოდ ლგბტქ თემის წევრების, არამედ იქ მისული სტუმრების მიმართ გამოხატავდნენ - ჩემ მიმართ განსაკუთრებულ აგრესიას შუა ასაკის ქალები იჩენდნენ“.

ფილმი „ღირსების მარში“ საათზე მეტხანს გაგრძელდა. მანანამ, ამ შემთხვევაში, როგორც სტუმარმა და არა როგორც მხოლოდ ჟურნალისტმა, დაინახა ძალიან ბევრი ბედნიერი, გახარებული და გამარჯვებული ადამიანი, ვინც თუნდაც ამ მოკლე დროში, შედარებით უსაფრთხო გარემოში, ერთად შეკრება და საკუთარი თავის გამოხატვა შეძლო.

მისი აზრით, ეს იქ მყოფი დანარჩენი საზოგადოებისთვის გამარჯვებაც იყო: „მართლა ვერ შევდგებით ნამდვილ საზოგადოებად, თუ ჩვენ შორის იქნებიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი სექსუალური ორიენტაციის გამო ყოველდღიურად იდევნებიან“.

მიუხედავად იმისა, რომ მანანა ვარდიაშვილი წლებია თემის წევრებს იცნობს და მათი პრობლემებიც იცის, გუშინ, პირველად, პოლიციის კორდონის გავლით და უკანა ასეთივე დაცვის თანხლებით დაბრუნებით, მთელი სიმძაფრით იგრძნო რამხელა სიძულვილის და აგრესიის გარემოში უწევთ ცხოვრება თემის წევრებს.

„და რომ მათთვის კაფესა და რესტორანში შესვლა კი არა, ქუჩაში გადაადგილებაც არ არის უსაფრთხო... და კიდევ, დარწმუნებული ვარ, გუშინ ჩვენ უსაფრთხოდ ვიყავით იმიტომ, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, ისრაელის ელჩები. დიდი მადლობა მათ, მაგრამ საქართველოს მთავრობა ვალდებულია, რომ დაგვიცვას მაშინაც, როცა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ჩვენთან არ არიან".

როცა ფილმი დამთავრდა და მანანა გარეთ გამოვიდა, უსაფრთხო ადგილას ის საგანგებო „მარშრუტკით“ წაიყვანეს:

„დეპრესია მქონდა - ფილმის ჩვენებაზე მისული ადამიანი იქედან ისე გამოვედი, როგორც საშიში დამნაშავე - პოლიციის კორდონით“

 

შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუშინდელი, „პრაიდის კვირეულის“ პირველი დღე მშვიდობიანად ჩამთავრდა? იმ ფონზე, რომ ღონისძიების ადგილს პოლიციის კორდონი იცავდა, ხოლო ფილმის ჩვენებიდან გამოსული სტუმრები სპეციალურად მობილიზებული ტრანსპორტით მიჰყავდათ? არის ეს ამბის მშვიდობიანი დასრულება? ბევრს ეს განცდა არ დარჩენია. არც სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძეს, რომელიც იქ თავისმა 21 წლის შვილმა მიიყვანა მანქანით და რომელსაც თან ტრანსგენდერი ქალი გაბრიელაც ახლდა.

როცა ღონისძიების ადგილს მიუახლოვდნენ, ნატამ შვილს სთხოვა, რომ მანქანის ფანჯრის მინები აეწიათ, რომ ვიღაცის შეფურთხების თუ უარესი აგრესიისგან თავი დაეცვათ.

იმ წამს კიდევ ერთხელ გაიფიქრა, ალბათ, ამას განიცდიდა გაბრიელაც, როცა ამბობდა, სამსახურიდან შინ სამარშრუტო ტაქსით რომ ვბრუნდები, მეშინიაო, არავინ მცემოსო.

გუშინ ასეთ აგრესიას ნატა და მისი თანამგზავრები მხოლოდ იმიტომ გადაურჩნენ, რომ იქ პოლიცია იდგა.

„მიუხედავად იმისა, რომ უშიშარ ადამიანად ვითვლები, მაინც მეშინოდა გუშინ იქ მისვლა. არანაირი სურვილი არ მქონდა, რომ ვიღაც ტიპს, კაცმა არ იცის რატომ, უცებ ქვა ესროლა. მაგრამ კიდევ უფრო ცუდი გრძნობა ის არის, როცა შენ იცი, რომ მართალი ხარ, ხოლო ამ დროს, სახელმწიფო, იმის მაგივრად, რომ ეს ხალხი იქაურობას გაარიდოს, კორდონებს გიწყობს და პოლიციელების მწკრივში გადიხარ. ამის გამო მაინც არ მიჩნდება მადლიერების გრძნობა. ჩემთვის ეს შეურაცხმყოფელია. მე რომ მეფარება და მას იქიდან არ აგდებს. თუ ვინმე ამას გამოხატვის თავისუფლებით ხსნის, მე არ მგონია, რომ ქვის სროლა გამოხატვის თავისუფლებაა.“.

ნატა ფერაძეს არც პოლიციის ესკორტით შინ მიცილების შემდეგ დარჩენია შეგრძნება, რომ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. პირიქით, მას ჰქონდა განცდა, რომ „ტაბურეტკიანი“ (2013 წლის 17 მაისი) წელი დაბრუნდა.

ნატა შიშობს, რომ გაცილებით მძიმე იქნება 5 ივლისი, „ღირსების მარშის“ დღე. თუმცა, ასევე ამბობს, რომ - რომ არა პრაიდის ორაგანიზატორების ძალისხმევა, დიპლომატიური კორპუსის ყურადღების მოსაზიდად, შესაძლოა, ეს აგრესიული ჯგუფებიც უფრო ადვილად გამკლავებოდნენ ყველას.

„მეშინია 5 ივლისის და სახელმწიფოსგანაც ჯერ ვერ ვხედავ, რომ ადეკვატურად დაგვიცავს, მითუმეტეს, რომ გუშინ დაკავებული ადამიანები უკვე გამოუშვეს. მაგრამ გავალ აუცილებლად. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით ამ ჯგუფების წევრები ერთმანეთს როგორ მოუწოდებენ, 5-ში ბენზინი და ასანთი წამოიღონ. შეუძლებელია არ შეგეშინდეს ასეთ ბრბოში შევარდნის“.

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი რადიო თავისუფლებას უზიარებს იმ ემოციას, რასაც ის და მისი აზრით, ღონისძიებაზე შეკრებილი სამასამდე ადამიანი განიცდიდა, როცა ორივე გზაზე პოლიციის კორდონს შორის მიდიოდა - ეს იყო, მისი აზრით, მართალია ძალიან მცირე ხნით, მაგრამ მაინც იმავე გზის გავლა, რასაც ლგბტქ თემი ყოველდღე გადის.

„ფილმის ჩვენების დროს, სანამ ჩვენ, თემის მხარდამჭერები მივხვდებოდით, რომ რაღაც უნდა გვეგრძნო, ეს მანამდე იგრძნობოდა დიპლომატების მხრიდან მაღი ტაშით, ფეხზე წამოდგომით და შეძახილებით. იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან ქვეყნებიდან, რომლებმაც უკვე გამოიარეს ეს უბედურებები რაც დრეს საქართველოში ხდება. მერეღა ავყვებოდით ხოლმე ჩვენც მათ ტაშს და რეაქციებს. ძალიან ამაღლევებელი იყო ამის ყურება, რომ თემის წევრებმა ამდენი წლის შემდეგ მოიპოვეს არა სახელმწიფოს, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოებსი დიდი ნაწილის მხადარჭერა“.

გიგა ამბობს, რომ თუკი შესაძლებელია, რომ რომელიმე რეჟისორს დაედგა სცენა, როგორ შეიძლება ერთ შენობაში შესვლა-გამოსვლით აღიქვა ყველა უბედურება, რასაც ლგბტქ თემი განიცდის, ეს სცენარი ნამდვილად გამოუვიდა იქ მყოფ ჰომოფობიურ ჯგუფებს.

„მე უბრალოდ იმედი მაქვს, რომ თუკი ამ სცენას საზოგადოების რაღაც ნაწილმა მაინც უყურა, ცოტათი მაინც მიხვდებოდა, როგორ არაფრის გამო იჩაგრებიან ეს ადამიანები“.

 

გიგა მაქარაშვილი მოელის, რომ ჰომოფობიურად განწყობილი ძალები, მათ შორის, ისინიც, ვინც კვირეულის პირველ დღეს დაიჭირეს და გაათავისუფლეს, შემდეგ ღონისძიებაზეც მივლენ, 3 ივლისს, მიუხედავად იმისა, რომ ადგილი გასაჯაროებული არ არის და იცის მხოლოდ სუს-მა. თუმცა გიგას აზრით, ინფორმაცია გაჟონავს, ისინი მაინც შეიკრიბებიან და შემდეგ, 5 ივლისს, სუს-ი იტყვის, რომ საფრთხე გაიზარდა, ხალხი გაბრაზებულია და მსვლელობა არ უნდა გაიმართოსო.

„ეგ ხალხი ისევ მოვა, რადგან მათ აქეზებს ხელისუფლება. გუშინ შსს-ს დიპლომატების დაცვა მოუწია - ეს არ იყო პრაიდის დაცვა. თუმცა, ეგეც ვერ მოახერხეს ბოლომდე, ყველამ ვნახეთ, რომ აშშ საელჩოს წარმომადგენელს კვერცხი მოხვდა“.

ტელეწამყვანი, ჟურნალისტი და ბლოგერი ნინია კაკაბაძე, რომელიც გუშინდელ ღონისძიებაზე ჩაფხუტით მივიდა, გვეუბნება, რომ ასეთი დღეები, არა თემის წევრი ადამიანებისათვის, რამდენიმე საათით ქვიარ ადამიანების ტყავში შეძრომის და იმის განცდის საშუალებაა, რასაც ისინი მუდამ გრძნობენ და რასაც განიცდიან.

„სულ რომ არ გქონდეს სოლიდარობა, როცა ხვდები ასეთ ადგილას, სადაც ქვიარ თემი დგას ასე მშვიდი, ასე წყნარი, სიყვარულით სავსე, მეორე მხრიდან კი მათ ასეთი აგრესიით უპირისპირდებიან, ეს მართლა დაგანახებთ, როგორ შეიძლება იყოს გაყოფილი სამყარო კეთილ და ბოროტ ნაწილებად. ეს არის ხოლმე ნათელი სურათი. ერთ მხარეს არის სიყვარული, თანასწორობისთვის ბრძოლა და მეორე მხარეს, ადამიანები გაუგებარი მოტივებით, რომელთაც მე, პირადად, მხოლოდ მანიპულაციის მსხვერპლებად მივიჩნევ. მათი ლიდერები არიან, ვინც კარგად იციან რა და როგორ უნდა გააკეთონ, ისინი დირექტივებს იღებენ კიდევ სხვა ძალებისგან“.

ნინია კაკაბაძეც მიიჩნევს, რომ ელჩების ფიზიკურად ყოფნა მსგავს ღონისძიებებზე რჩება უსაფრთხოების გარანატიად და ეს მისი სიტყვებით, გუშინდელმა დღემაც დაადასტურა.

5 ივლისიც, ღირსების მარშის დღე, მისი შეფასებით იქნება კიდევ ერთი ტესტი ხელისუფლებისთვის.

პრაიდის კვირეულის პირველ დღეს ის ელჩებიც გამოეხმაურნენ, ვისაც, ჩვენი რესპონდენტების თქმით, გუშინდელ უსაფრთხოებას უნდა უმადლოდნენ.

ისრაელის ელჩი, რან გიდორი, წერს, რომ ის ამაყია იმით, რომ „ღირსების მარშის“ პრემიერას დაესწრო.

ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა დამსწრეებს სიტყვით მიმართა და ლგბტქ თემს სოლიდარობა გამოუცხადა. მოგვიანებით კი ელჩმა ტვიტერზე დაწერა:

„დავესწარი ფილმის ჩვენებას. LGBT+ თემი იბრძვის თავისუფლებისა და თანასწორობის იმავე ხარისხისთვის რაც სხვებს აქვთ. ღირსეული, ძალადობისგან და დისკრიმინაციისგან თავისუფალი ცხოვრების უფლება უნივერსალურია. მივესალმები სამართალდამცავთა ძალისხმევას რომ ჩვენებას მშვიდობიანად ჩაევლო“.

 

საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი კი პრაიდის პირველ დღეს ტვიტერზე ასე გამოეხმაურა:

„მშვენიერი ღონისძიება, ამაღლელვებელი ფილმი უფლებების, მრავალფეროვნების შესახებ და სამართალდამცავების მიერ ძალიან პროფესიონალური მუშაობა. გილოცავთ!“

გუშინ გამოჩნდა, რომ ჰომოფობიურად განწყობილ ჯგუფების შეჩერება რთულია - ადგილზე პოლიციის ყოფნის მიუხედავად, მათ მიერ ნასროლი კვერცხი აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელს მოხვდა.

პრაიდის კვირეულის პირველ დღეს პოლიციამ ჰომოფობიური ჯგუფებიდან ადმინისტრაციული წესით 20 ადამიანი დააკავეს. თუმცა მალე ყველა გაათავისუფლეს.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Ru24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Ru24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Ru24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Лекторий и мастер-классы от Союза реставраторов

Спецназ Росгвардии задержал подозреваемых в мошенничестве на юго-западе Москвы

«МК»: на реквизитора Большого театра завели дело о незаконном хранении оружия

Женщина провалилась под лёд в московском пруду и погибла

Музыкальные новости

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)

«Радио Зенит» – информационный партнер форума «Мы вместе. Спорт»

Сергей Собянин рассказал, как Москва помогает производителям оборудования

Архитектурные доминанты округов Москвы

Новости России

«МК»: на реквизитора Большого театра завели дело о незаконном хранении оружия

Женщина провалилась под лёд в московском пруду и погибла

В Таджикистане задержали 9 человек по делу о теракте в «Крокусе»

Акция ко Дню единения народов Белоруссии и России пройдет в Музее Победы

Экология в России и мире

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)

«Наука в школе: реальность или иллюзия»: в Технопарке Физтех-лицея им. П. Л. Капицы эксперты выяснили, могут ли школьники заниматься наукой

Федеральный девелопер: ЦФА позволят легко и просто накопить квадратные метры и "обернуть" их в квартиру

Узкое горлышко: зачем даже маленькой компании регламенты

Спорт в России и мире

Хачанов победил Черундоло и пробился в 1/8 финала турнира ATP в Майами

Александрова впервые войдет в топ-15 мирового рейтинга

Виктория Азаренко вышла в полуфинал турнира WTA-1000 в Майами

Российская теннисистка Калинская покинула WTA-1000 из-за проблем со здоровьем

Moscow.media

Utrace выходит на рынок цифровой маркировки консервной продукции

Российская компания ЭНКОСТ выходит на рынок Казахстана

В Москве начали тестировать самокаты с номерами, а в Саратове ввели запрет на передвижение

Спецназ Росгвардии задержал подозреваемых в мошенничестве на юго-западе Москвы











Топ новостей на этот час

Rss.plus






Компания «Трансмашхолдинг» увеличит производительность в Орехово-Зуеве

Снег, каннибализм и воля к жизни. История Чуда в Андах

Томские ученые создают биопрепарат для укоренения хвойных растений

Девятый фигурант дела о теракте в «Крокусе» получил 15 суток ареста