სულ მცირე ოთხი ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა, ოფიციალური ცნობით, თალიბი მემაბოხეების მიერ უსაფრთხოების საგუშაგოზე მოწყობილი თავდასხმის შედეგად.
თავდასხმა 12 ივლისის დილით მოხდა დაიყუნდის პროვინციის პატოს ოლქში, რომელიც ქვეყნის შედარებით მშვიდობიან ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.
საპასუხო სროლის შედეგად, ადგილობრივი მოხელის ცნობით, საგუშაგოს დამცველებმა გაანადგურეს 12 მოიერიშე.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
წინა დღით, 11 ივლისს, 15 სამოქალაქო პირი დაიღუპა სამი ერთმანეთთან დაუკავშირებელი თავდასხმის შედეგად ღაზნის, ფარიაბისა და მაიდან ვარდაკის პროვინციებში.
ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ 6 ივლისს განაცხადა, რომ თალიბების მხრიდან ძალადობის ზრდა „სეროზულ“ საფრთხეს უქმნის მათთან სამშვიდობო პროცესის გაგრძელებას.