მთამსვლელობაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს - „ოქროს წერაყინის“ 2019 წლის ნომინანტთა სიაში ქართველი მთამსვლელებიც მოხვდნენ. ამის შესახებ, ინფორმაცია საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის პრეზიდენტმა ავთანდილ ცინცაძემ გაავრცელა.
„მწვერვალები პანპოჩე 1 (6620მ) და პანპოჩე 2 (6504მ). ნეპალი. მანასლუს რეგიონი. არჩილ ბადრიაშვილი, ბაქარ გელაშვილი, გიორგი ტეფნაძე. ბიჭები უკვე მესამედ ხვდებიან ამ ყველაზე პრესტიჟული კონკურსის რჩეულთა სიაში. დარწმუნებული ვარ, მალე „ოქროს წერაყინსაც“ ვიხილავთ საქართველოში“, - დაწერა ცინცაძემ ფეისბუკის პირად გვერდზე.