საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ევროპის 5 ქალაქიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ჩარტერული რეისები შესრულდება. ფრენებს ავიაკომპანიები Wizz air-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ.
რეისები შესრულდება შემდეგი განრიგით:
13 ივლისი - ვარშავა;
15 ივლისი - ბარსელონა;
17 ივლისი - რომი;
22 ივლისი - პარიზი;
28 ივლისი - ათენი.
როგორც მთავრობამ დააანონსა, ბილეთის ფასი 200 ევროზე მაღალი არ იქნება. ამ დრომდე ჩარტერულ რეისებს "ჯორჯიან ეარვეისი" ასრულებდა, რომლის მიმართაც კრიტიკა ბილეთებზე დაწესებული მაღალი ფასის გამო ისმოდა.
ყველა მოქალაქეს, რომელიც ამ 5 რეისით საქართველოში დაბრუნდება, 14 დღის საკარანტინო სივრცეში გატარება მოუწევს.