არასამთავრობო ორგანიზაცია "საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის" მოხალისეები ეპიდემიოლოგებისა და ვირუსოლოგების ფორმით დღეს ერგნეთში ჩავიდნენ და თეატრალიზებული აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ სიმბოლურად შეაგროვეს ნიადაგის, წყლისა და მწერების ნიმუშები და მასალა ერგნეთში, საოკუპაციო ზოლთან დატოვეს სპეციალურად დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვისთვის.
ამ პერფორმანსით აქტივისტებმა დასცინეს ცხინვალის პროპაგანდას და დეზინფორმაციას ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ.