ირანის ექსპრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი აპირებს კვლავ იყაროს კენჭი არჩევნებში, - იუწყება სახელმწიფოსთან დაკავშირებული ახალი ამბების სააგენტო Entekhab-ი 6 ივნისს.
აჰმადინეჟადი ირანის პრეზიდენტი 2005-2013 წლებში იყო, ხოლო მანამდე, 2003-2005 წლებში, თეირანის მერად მსახურობდა.
კონსერვატიული შეხედულებებით ცნობილმა აჰმადინეჟადმა 2017 წელსაც გამოაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გეგმავდა მონაწილეობას, თუმცა მისი კანდიდატურა უარყო დამცველთა საბჭომ - უწყებამ, რომელმაც ყველა კანდიდატურა უნდა დაამტკიცოს. მანამდე აჰმადინეჟადს ირანის უზენაესმა სულიერმა ლიდერმა, ალი ხამენეიმ მოუწოდა, არ მიეღო მონაწილეობა 2017 წლის არჩევნებში.
აჰმადინეჟადის კანდიდატურას ამ ჯერზეც დასჭირდება დამტკიცება საბჭოს მხრიდან.