«Серп и Молот» вернется в строй: бывший дворец культуры на берегу Яузы превратится в новое общественное пространство

Жена шоумена Дмитрия Диброва призналась, что ей стало плохо на отдыхе в Индии

«Гражданская инициатива» и «Штаб кандидатов» объединились к сентябрьским выборам

Премьер Финляндии проигнорировал русских: Отказался общаться на тему открытия границ

World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ავაკოვმა კვლავ შეძლო თანამდებობის შენარჩუნება

ავაკოვმა კვლავ შეძლო თანამდებობის შენარჩუნება

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა, რომელიც ბოლო ხანს კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ქვეყანაში კრიმინალური ვითარების გაუარესებისა და პოლიციური ძალმომრეობის გამო, კვლავ შეძლო პოსტის შენარჩუნება და მას ამაში 5 ივნისს გამართული  საპარალამენტო მოსმენაც დაეხმარა.

მაგრამ არც ავაკოვის ოპონენტები აპირებენ ფარ-ხმლის დაყრას. ოპოზიციური ფრაქცია „გოლოსის“ ინიციატივით უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში უკვე დარეგისტრირდა დადგენილება შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. 

დოკუმენტს ხელს 56 დეპუტატი აწერს, რაც მინისტრის გადაყენებისათვის ძალიან ცოტაა, მაგრამ ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ დადგენილების პროექტზე ყველაზე მეტი - 36 -ხელმოწერა სწორედ მმართველ პარტიას ეკუთვნის.

საპარლამენტო საათი „სროლისა“ და „აფეთქებების“ ფონზე

როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი და უკრაინის მთავრობის წევრები „ვერხოვნა რადას“ სამთავრობო საათზე იმყოფებოდნენ, კიევში, პარლამენტის შენობის წინ,  რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მოიყარა თავი.

დემონსტრანტებმა დაანთეს კვამლის ბომბები და პეტარდები. ერთმა კაცმა, როგორც იუწყებიან, პროტესტის ნიშნად თავის დაწვაც სცადა.

დემონსტრანტები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებას და აპროტესტებდნენ პოლიციურ ძალმომრეობას, რასაც ბოლო ხანს უკრაინის რამდენიმე ადგილას ჰქონდა ადგილი.

მაისის ბოლოს პოლიციელმა აწამა და გააუპატიურა ქალი ქალაქ კაჰარლიკის პოლიციის განყოფილებაში. მინისტრ ავაკოვის ბრძანებით, დამნაშავე პოლიციელი დააკავეს, ხოლო პოლიციის ქვეგანყოფილება მთლიანად დაშალეს.

მაგრამ ამ ინციდენტიდან რამდენიმე დღეში კიევის მახლობლად და კიევში დამნაშავეთა ჯგუფებმა სროლა აუტეხეს ერთმანეთს, რამაც, კრიმინალური სამაყაროს გააქტიურების შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე, მოსახლეობაში დაუცველობის განცდა გაამძაფრა.

უკრაინის „ვერხოვნა რადას“ დეპუტატთა ჯგუფი შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე ალაპარაკდა და დაიწყო ხელმოწერების შეგროვება არსენ ავაკოვის გადაყენების მოთხოვნით. ოპოზიციური „გოლოსის“ ინიციატივით ჩამოყალიბებულ პეტიციაზე ძალიან მალე დააფიქსირა საკუთარი ხელმოწერა რამდენიმე ათეულმა დეპუტატმა, მათ შორის მმართველი „ხალხის მსახურის“ ფრაქციიდან.

„მე ახლა საქვეყნოდ ვაცხადებ, რომ პრაქტიკულად მთელი ფრაქცია, „ხალხის მსახურის“ ყველა დეპუტატი უკმაყოფილოა შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობით. პრაქტიკულად ყველა დეპუტატი ხედავს, რომ ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა ჩვენი ამომრჩევლებისა და ჩვენი შვილების მიმართ, რომლებსაც ეშინიათ ქუჩაში გამოსვლა. მე ვფიქრობ, რომ ეს უმსგავსობა უნდა დასრულდეს. უნდა მოვიკრიბოთ ძალა და მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება - გადავაყენოთ ავაკოვი“, - განაცხადა 4 ივნისს დეპუტატმა ევგენი შევჩენკომ, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურის“ წარმომადგენელმა.

აღსანიშნავია, რომ მთელი ამ აჟიოტაჟის განმავლობაში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრზე კომენტარი არ გაუკეთებია უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელმაც მანამდე ავაკოვს უწოდა „მართლაც ძლიერი მინისტრი“.

ნიშანდობლივია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენების მოთხოვნით დაწყებული ხელმოწერების ფონზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1 ივნისის ბრძანებით არსენ ავაკოვი შეიყვანა ანტიკორუფციული პოლიტიკის ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში, როგორც მისი მუდმივი წევრი.

ხატია დეკანოიძე: ამ ყველაფრის უკან არ დგას სააკაშვილი

ნიშნავს თუ არა ეს, რომ არსენ ავაკოვი პრეზიდენტ ვოლოდიმირ  ზელენსკის უპირობო მხარდაჭერით სარგებლობს და მისი გადაყენების მოთხოვნით დაწყებული ხელმოწერები „ვერხოვნა რადაში“ თაროზე აღმოჩნდება შემოდებული?

როგორ ახერხებს ავაკოვი მინისტრის პოსტის შენარჩუნებას ექვსი წლის განმავლობაში, ორი სრულიად განსხვავებული პრეზიდენტის - პეტრო პოროშენკოსა და ვოლოდიმირ ზელენსკის - ხელმძღვანელობის ქვეშ?

დგას თუ არა არსენ ავაკოვის წინააღმდეგ აგორებული ქუჩის დემონსტრაციებისა და საჯარო კრიტიკის უკან არსენ ავაკოვთან დაპირისპირებული მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ მაისის დასაწყისში  რეფორმების ეროვნულ საბჭოში აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა?

და უმიზნებს თუ არა მაღალ თანამდებობას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში ხატია დეკანოიძე, 2015-2016 წლებში უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსი, რომელიც ამ დღეებში კიევში იმყოფება და მწვავედ აკრიტიკებს არსენ ავაკოვს, მის მიერ დაწყებული პოლიციის რეფორმის ჩაშლისა და კორუმპირებული პოლიციელების სამსახურში დაბრუნების გამო?

ჩვენს შეკითხვებს კიევიდან უპასუხებს ხატია დეკანოიძე

ხატია დეკანოიძის, უკრაინის ნაციონალური პოლიციის ყოფილი უფროსის,  მწვავე კრიტიკაზე არსენ ავაკოვს კომენტარი არ გაუკეთებია.

შინაგან საქმეთა მინისტრის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს მისმა მოადგილემ, ანტონ გერაშჩენკომ, უპასუხა და ხატია დეკანოიძეს იქით დასდო ბრალი უკრაინაში პოლიციის რეფორმის წარუმატებლობაში.

 

„ვთვლი, რომ ხატია დეკანოიძის მიერ ორგანიზებულმა ატესტაციამ გამოიწვია პოლიციის დაშლა და მას რ მოუტანია არავითარი შედეგი. მაგალითად, ორიდან ერთ-ერთმა მოძალადემ (პოლიციელები, რომლებსაც ქალების გაუპატიურებასა და წამებაში ედებათ ბრალი) წარმატებით გაიარა დეკანოიძის მიერ ორგანიზებული ატესტაცია. საკმარისია?“ - ასე უპასუხა ანტონ გერაშჩენკომ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ჟურნალისტის შეკითხვას.

ხატია დეკანოიძემ მის დადანაშაულებას უწოდა „მდაბალი საქციელი“ და „შეცდომა“ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან.

„ჩემთან ომს დღევანდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა ნამდვილად  ვერ მოიგებს, იმიტომ რომ ყველამ ნახა ჩვენი გაკეთებული საქმეები და ყველა ხედავს, რა მოხდა ბოლო ხუთი წლის მანძილზე. მე წარმოუდგენლად ბევრი გზავნილი მივიღე დღეს უკრაინელებისგან. ასეთი სითბო და მხარდაჭერა, დიდი ხანია, არ მიგრძვნია. პოლიტიკოსისთვის ყველაზე დიდი ჯილდოა, რომ დატოვოს რაიმე ისეთი, რითაც ხალხს ემახსოვრება, და ჩვენ უკრაინელებს სწორედ ჩვენი საქმეებით ვახსოვართ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

საზოგადოების „ხორცი ხორცთაგანი“

ასეა თუ ისე, არსენ ავაკოვი კვლავ თავის პოსტზე რჩება და არ იზიარებს კრიტიკოსების აზრს, თითქოს კრიმინალი მატულობდეს, ხოლო პოლიცია თავს ვერ ართმევდეს მისთვის დაკისრებულ მოვალეობას.

5 ივნისის საპარლამენტო სხდომაზე თავის საანგარიშო მოხსენებაში არსენ ავაკოვი ნახევარი საათის განმავლობაში ლაპარაკობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმატებებზე, ათასობით მძიმე დანაშაულის გახსნასა და პოლიციის თანამშრომელთა თავდადებაზე როგორც კრიმინალთან ბრძოლის, ისე დონბასში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში.

„პოლიციაში ათეულ ათასობით კაცი მუშაობს, რომლებიც იცავენ კანონს, ხსნიან დანაშაულებს და ასრულებენ საბრძოლო დავალებას გაერთიანებული ძალების ოპერაციის  (ООС) ზონაში და 130 ათას თანამშრომელზე არ შეიძლება ვიმსჯელოთ ნაცპოლიციის რამდენიმე ნაძირალის მიხედვით. შინაგან საქმეთა სამინისტრო და ნაციონალური პოლიცია უკრაინის საზოგადოების ხერხემალი და ხორცი ხორცთაგანია“, - განაცხადა არსენ ავაკოვმა.

გამოსვლის დროს ცალკეულმა დეპუტატებმა ავაკოვს რამდენჯერმე ტაშიც დაუკრეს, მათ შორის იმ დროს, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრმა საკმაოდ მკვახე პასუხი გასცა ოპოზიციური ფრაქცია „გოლოსის“ დეპუტატს, ინა სოვსუნს, რომელიც ავაკოვისგან მოითხოვდა საჯაროდ მოეხადა ბოდიში პოლიციელების მიერ 2019 წლის სამ ივნისს ტყვიით მოკლული 5 წლის კირილ ტიავოვის მშობლებისთვის.

„მე არ ვიტყვი იმას, რაც თქვენ გსურთ, არამედ იმას გავაკეთებ, რასაც უნდა ვაკეთებდე. თქვენგან არ მესწავლება, თუ როგორ უნდა სამშობლოს სიყვარული. მე პატრიოტი ვარ სულით ხორცამდე და ვიმუშავებ სახელმწიფოსთვის და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ინტერესებისთვის“, - განაცხადა არსენ ავაკოვმა.

ამის შემდეგ „ვერხოვნა რადას“ სხდომა დაიხურა. მოგვიანებით დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს მიუბრუნდნენ, არსენ ავაკოვი კი თავის სამუშაო კაბინეტში დაბრუნდა.

მოგვიანებით მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა განაცხადა, რომ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ანგარიშს ფრაქციის სხდომაზე განიხილავენ, მოუსმენენ თავად არსენ ავაკოვსაც და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ „ერთიან გადაწყვეტილებას“.

 „ვფიქრობ, რომ აუცილებელი და საჭიროც კია ავაკოვთან შეხვედრა, რადგან არსებობს ოპერატიული ინფორმაცია და მას ყველაფრის თქმა არ შეუძლია კამერების წინ. ყოველთვის, როდესაც ასეთი რეზონანსული ამბები ხდება, შემდეგ ჩვენ ვიკრიბებით off the record-ის რეჟიმში, სადაც გვიჩვენებენ იმ ფაქტებს, რომელთა ჩვენებაც ტელევიზიით არ შეიძლება“, - განაცხადა დავით არახამიამ.

არ არის ცნობილი, დაესწრება თუ არა მმართველი ფრაქციის ამ სხდომას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელსაც არაფერი უთქვამს არსენ ავაკოვის მისამართით საპარლამენტო ტრიბუნიდან გამოთქმული ბრალდებების შესახებ.

და მაშინ, როცა „ვერხოვნა რადას“ წინ შეკრებილი დემონსტრანტები ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლისგან შინაგან საქმეთა მინისტრის შეცვლას ითხოვდნენ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 ივნისს სულ სხვა საკადრო გადაწყვეტილება მიიღო.

უკრაინის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გადააყენა საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი ვალერი ევდოკიმოვი და მის ნაცვლად დანიშნა ვალერი კონდრატიუკი, რომელიც 2016-2019 წლებში ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Ru24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Ru24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Ru24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Евгению Миронову на 46-м ММКФ вручили почетную премию «Верю» имени Константина Станиславского

«Гражданская инициатива» и «Штаб кандидатов» объединились к сентябрьским выборам

В горах Красной Поляны спасли туриста из Москвы

Врач назвала противопоказания к донорству крови

Музыкальные новости

В России на треть вырос спрос на туристическое жилье в летний период

Династия художников: Выставка живописи Николая Иннокентьева, его дочерей и внуков

В Подмосковье прошел отборочный этап фестиваля по робототехнике

Концерт в Клинской детской школе искусств им. П. Чайковского

Новости России

От кутюр. Алтайская неделя моды стартовала в Барнауле

Инсайдер Яны Поплавской: Ургант и его команда - в постоянной готовности. Ждут сигнала из "Останкино"?

Число вакансий для работников со знанием китайского выросло в Псковской области в 7 раз

Несокрушимая сила: названы пять самых властных женщин по знаку зодиака

Экология в России и мире

Like FM – федеральный партнер релиза «Идеальная зависимость»

Сотрудники Росгвардии приняли участие в чемпионате Центрального округа по боксу.

Владимир Брилёв: «Благотворительный базар в Lotte Hotel для дружеских делегаций из 44 стран – это круто!»

Болезней много, а слизистая одна: как дисбаланс бактерий влияет на здоровье рассказал доктор Кутушов

Спорт в России и мире

Россиянка Хромачёва вышла в финал турнира WTA в Руане в парном разряде

Соперница Арины Соболенко разрыдалась на плече белоруски

Что чаще всего едят на завтрак дети Елены и Новака Джокович?

Озвучены шансы Елены Рыбакиной на победу над лучшей теннисисткой мира

Moscow.media

ATI.SU: Проблемы с трансграничными платежами тормозят рынок международных перевозок

Axenix открыла офис в Санкт-Петербурге

Сотрудники Росгвардии приняли участие в чемпионате Центрального округа по боксу.

Сотрудники Росгвардии приняли участие в чемпионате Центрального округа по боксу.











Топ новостей на этот час

Rss.plus






Москвичам рассказали о погоде на 20 апреля

Жена шоумена Дмитрия Диброва призналась, что ей стало плохо на отдыхе в Индии

Рэпер Крид рассказал, что планирует купить Tesla Cybertruck ради поездок по США

Мы с тобой одной крови: 20 апреля в России отмечается Национальный день донора