დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ჯერ არ არის კვლევები კონდიცირების სისტემებთან დაკავშირებით და ამ მიზეზით ვერ გასცემენ მის ჩართვაზე ნებართვას. მან ფეისბუკის პირდაპირ ეთერში თქვა, რომ შეზღუდვა არ ვრცელდება ოჯახებში კონდიციონერების გამოყენებაზე და მიზეზი ასე განმარტა:
"ეს არ ეხება ყველა კონდენციონერს და ყველა სისტემას. ეს არ ეხება, სხვათა შორის, სახლში რომ გვაქვს საყოფაცხოვრებო კონდიციონერს, ოჯახში მაინც ერთად ვართ. კი, ძირითადად ოჯახური კერები გვაქვს საქართველოში, სახლში კონდიციონერი არ ჩართოო არავის უთქვამს. აქ საუბარია საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენებაზე და აქვე დავაზუსტებ, რომელიც მარტო შიდა ჰაერს ატრიალებს", - თქვა მან.
მანვე აღნიშნა, რომ დასაშვებია ისეთი კონდენციონერების გამოყენება, რომელიც ჰაერს ფილტრაციას უკეთებს ან გაგრილებისას ჰაერი გარედან შემოაქვს.