ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს, არ აღიარებს მის შედეგებს და მოითხოვს "ქართული ოცნების" ლიდერების სანქცირებას.
რუსული პროპაგანდა მონუსხული ჩანს პრეზიდენტობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის ბიოგრაფიით. მედიაცა და სპიკერებიც აღნიშნავენ, რომ მან ფეხბურთში რუსეთის ჩემპიონატი მოიგო და, რომ ის დასავლეთის მოწინააღმდეგეა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს, ე.წ. ელჩად მოიხსენიებს. მას ელჩის გაწვევის შესახებ პარლამენტში ჟურნალისტებმა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ ჰკითხეს.
ისრაელის არმიის თავდასხმებს 28 ნოემბერს ღაზის სექტორში ემსხვერპლა, სულ მცირე, 17 ადამიანი - აცხადებენ ექიმები იმ ფონზე, როცა გაძლიერდა ღაზის ცენტრის დაბომბვა ისრაელის მხრიდან, ხოლო ისრაელის ტანკები უფრო ღრმად შევიდნენ ანკლავის ჩრდილოეთ და სამხრეთ არეალებში. ექიმების თქმით, ექვსი ადამიანი დაიღუპა ორი საჰაერო თავდასხმის შედეგად სახლზე და ბეით-ლაჰიაში მდებარე კამალ ადვანის საავადმყოფოზე ჩრდილოეთ ღაზაში, კიდევ ოთხი ადამიანი ემსხვერპლა ისრაელის მხრიდან მოტოციკლზე მიტანილ დარტყმას ხან- იუნისში, ღაზის სამხრეთში. Читать дальше...
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა 27 ნოემბერს სამხრეთ კორეაში განიხილა ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები. შეხვედრა გაიმართა უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში რუსეთის მიერ ჩრდილოკორეელი სამხედროების ჩართვის ფონზე. ზელენსკის თქმით, უმეროვი სეულში მისი დავალებით ჩავიდა ომში ჩრდილოეთ კორეის ჩართულობის ყველა ასპექტის განსახილველად და იმაზე სამსჯელოდ, "რა შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნების დასაცავად... Читать дальше...
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირმა საქართველოს უნდა დაუმტკიცოს, რომ პატივს სცემს მის ღირსებას და ასევე უნდა დაიცვას საქართველოს ეროვნული ინტერესები და ტრადიციული ფასეულობები.
„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მე-11 მოწვევის პარლამენტში, ნდობა გამოუცხადა ახალ მთავრობას. პლენარული სხდომა მთლიანობაში 100 წუთამდე გაგრძელდა.
ჩრდილოეთ ევროპის, ბალტიის სახელმწიფოები და პოლონეთი აცხადებენ, რომ უკრაინას გაუზრდიან სამხედრო დახმარებას, მათ შორის საბრძოლო მასალებით, რათა გააძლიერონ მისი შეკავებისა და თავდაცვის უნარი ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ.
ოპოზიციურმა გაერთიანება „ძლიერმა საქართველომ“ („ლელო“, „ხალხისთვის“, „თავისუფლების მოედანი“, „მოქალაქეები“) პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართა. ცესკოს მონაცემებით, პარტიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 14 მანდატი მოიპოვა.
ოკუპირებული აფხაზეთის „ეროვნულმა კრებამ“ ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 15 თებერვალს დანიშნა. როგორც ე.წ. პარლამენტის სხდომაზე განაცხადეს, „არჩევნების“ ჩატარება 20-25 მლნ რუბლი დაჯდება. ასლან ბჟანიამ დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტის“ პოსტი 19 ნოემბერს დატოვა და მოსკოვში გაემგზავრა. ბჟანია დროებით ჩაანაცვლა დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ. „აფხაზეთის კონსტიტუციით“, ე.წ. არჩევნები სამთვიან ვადაში უნდა ჩატარდეს. ბჟანიამ უკვე განაცხადა, რომ „არჩევნებში“ მონაწილეობას მიიღებს. Читать дальше...
რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე შეტევა მიიტანეს სხვადასხვა ტიპის 91 რაკეტით და 97 უპილოტო საფრენი აპარატით. ეს მონაცემები 28 ნოემბერს, დღის პირველი საათისთვის გამოაქვეყნა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ. მისი ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ჩამოგდებულია 79 რაკეტა და 35 დრონი. კიდევ 62 უპილოტო საფრენი აპარატი „ლოკალურად დაიკარგა”. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის განცხადებით, რაკეტებით და დრონებით დარტყმა მიმართული იყო ენერგეტიკის ობიექტებზე. რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა 28 ნოემბერს, გამთენიისას დაიწყეს. Читать дальше...
მმართველი პარტიის წევრს, ირაკლი ზარქუას, სურს, დაიწყოს გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საქართველოდან გაწვევის პროცედურა. დეპუტატი ამბობს, რომ ელჩი „მავნებლობს“.
აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალის რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებიან. მიზეზი ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში მოსული თოვლია.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა საქართველოს პარლამენტის შენობასთან პერფორმანსი გამართა. მათ თქვეს, რომ „ქართული ოცნების“ მსგავსად, დააკომპლექტეს „არალეგიტიმური მთავრობა“ და პარლამენტისგან მის დამტკიცებას მოითხოვდნენ.
მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამო სხდომის დარბაზიდან გააძევა და 200 ლარით დააჯარიმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა ფარულავა. ის პროცესს მხარის სტატუსით ესწრებოდა. ფარულავას მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული სამართალწარმოება აქვს დაწყებული 10 ნოემბრის აქციის დროს სანაპიროების გადაკეტვის საქმეზე. ლაშა ფარულავამ შუამდგომლობისთვის დრო ითხოვა და გამოსვლა დაიწყო სიტყვებით: "არა რუსულ რეჟიმს! არა რუსულ კანონს! არა რუსულ არჩევნებს!" მოსამართლემ პოლიტიკოსს... Читать дальше...
რუსეთმა უკრაინის პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე მორიგი იერიში მიიტანა ენერგოობიექტებზე. რაკეტებით და დრონებით მასირებული შეტევა 28 ნოემბერს, დილიდან დაიწყო. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ გერმან გალუშჩენკოს ინფორმაციით, ელექტროგადამცემი სისტემის ოპერატორი კომპანია „უკრენერგო“ იძულებული გახდა დაუყოვნებლივ მიემართა ენერგომომარაგების შეწყვეტის საგანგებო რეჟიმისთვის. დღევანდელი მასირებული შეტევის კონკრეტული შედეგები მოგვიანებით გამოქვეყნდება. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ ადგილობრივი დროით დილის... Читать дальше...
28 ნოემბერს ვისაუბრეთ საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებით შექმნილ პოლიტიკურ რეალობასა და საგარეო პოლიტიკის პერსპექტივაზე. სტუმარი: გიორგი მელაშვილი, „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი. ვუძღვებით: ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და ნინო სამხარაძე, GIP-ის ანალიტიკოსი.
Многие собственники жалуются, что не могут выселить квартирантов, которые не платят за жилье, так как судебные рассмотрения длятся годами
გერმანიის დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, რუსეთი განაგრძობს დასავლეთის სახელმწიფოებთან რეალური სამხედრო კონფრონტაციისთვის მზადებას. ამის შესახებ, როგორც გერმანული მაუწყებელი DW წერს, გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის (BND) ხელმძღვანელმა ბრუნო კალმა განაცხადა 27 ნოემბერს, საგარეო პოლიტიკის საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ფორუმზე გამოსვლისას. კალის თანახმად, პირველ ეტაპზე რუსეთი შეეცდება განხეთქილების შეტანას ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის და კოლექტიური თავდაცვის ვალდებულების შერყევას. კერძოდ... Читать дальше...
დღეს, 28 ნოემბერს დილით უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. ადგილობრივი დროით დილის შვიდის ნახევრისთვის საჰაერო ძალების სარდლობამ სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის მურმანსკის ოლქიდან უკრაინისკენ დაიძრა ტუ-95მს ტიპის შვიდი ბომბდამშენი, შავი ზღვიდან კი ფრთოსანი რაკეტების გამოშვებაა დაფიქსირებული. დილის შვიდი საათისთვის რამდენიმე აფეთქება მოხდა ქალაქ ოდესაში. რუსეთის სამიზნე და შედეგები ჯერჯერობით უცნობია.
მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ კანონის ფარგლებში შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსეთის, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში მითითებულია, რომ სანქციების სიაში მოხვდნენ რუსეთის საკისრების მიმწოდებელი კომპანია Bearings on Lipetsk LLC და რუსეთის მოქალაქე იგორ მიჩურინი. Bearings on Lipetsk LLC არის საკისრების საბითუმო და საცალო მაღაზია მოსკოვში. იურიდიული პირი რეგისტრირებულია საცხოვრებელ კორპუსში არსებულ ბინაში. Читать дальше...