რუსეთის სამხედრო ძალებმა ისევ მიიტანეს იერიში უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ სტარუხის თანახმად, საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეში დღეს პირველად გამოიყენეს უპილოტო საფრენი აპარატები. სტარუხის წინასწარი ინფორმაციით, ქალაქზე შეტევა განხორციელდა ირანული აპარატებით Shahed-136. ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, დანგრეულია ინფრასტრუქტურის ორი ობიექტი. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. Читать дальше...
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რეალურად მიიჩნევს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს. 6 ოქტომბერს ნიუ-იორკში, დემოკრატიული პარტიის დონორებთან შეხვედრისას ბაიდენმა განაცხადა, რომ კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ პირველად არსებობს ბირთვული იარაღის გამოყენების პირდაპირი საფრთხე, თუ ყველაფერი ისევ ამ გზით გაგრძელდება. როგორც ჯო ბაიდენმა თქვა, არმაგედონის პერსპექტივის წინაშე არ ყოფილან კენედის და კუბის სარაკეტო კრიზისის დროიდან. აშშ-ის პრეზიდენტი გულისხმობდა 1962 წლის კრიზისს... Читать дальше...
თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები სატელეფონო საუბარს გამართავენ. რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინს 7 ოქტომბერს გაესაუბრება. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დაგეგმილი საუბრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა. რა საკითხებზე ისაუბრებენ ლიდერები ჯერჯერობით უცნობია.