Воспитанник семейного центра «Можайский» победил в турнире по шашкам

Свыше 40 км дорог будут построены в районе Делового центра

Москву накрыл туман

Шестилетний ребенок выпал из окна на улице Гольяновская в Москве



World News in Georgian
Ria.city


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Сентябрь
2020

Новости за 24.09.2020

Radiotavisupleba.ge 

ალექსეი ნავალნი გერმანიაში დარჩება რეაბილიტაციის კურსის ბოლომდე

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, რეაბილიტაციის კურსის ბოლომდე გერმანიაში დარჩება. ამის შესახებ ხუთშაბათს განაცხადა ნავალნის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა, რომელმაც დასძინა, რომ ნავალნის აღდგენას გარკვეული დრო დასჭირდება. „ახლა, უკვე ცხადია, რომ ალექსეი ნავალნის აღდგენას კიდევ დიდი დრო დასჭირდება. ის ჯერჯერობით რჩება გერმანიაში რეაბილიტაციის გასავლელად, ეს არ არის ორი დღის საკითხი და, ალბათ არც რამდენიმე კვირისა“, - განაცხადა იარმიშმა „ნავალნი ლაივის“ ეთერში.  23 სექტემბერს ცნობილი გახდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ლოკომოტივი“ და „დინამო თბილისი“ უეფას ევროპა ლიგას გამოეთიშნენ

საქართველოს საფეხბურთო კლუბებისთვის უეფას 2020-2021 წლების ევროსეზონი საკვალიფიკაციო ეტაპზე დასრულდა. ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირს, ევროპა ლიგას, ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „საბურთალოს“ შემდეგ, თბილისის „ლოკომოტივი“ და „დინამო თბილისიც“ გამოეთიშნენ. „ლოკომოტივი“ ესპანეთში დაუპირისპირდა „გრანადას“ და ანგარიშით 0:2 დამარცხდა, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ კი, ასევე სტუმრად, ექვსი გოლი გაუშვა ფარერის კუნძულების „ჩემპიონ“ „კლაკსვიკთან“ და მხოლოდ ერთი გაიტანა - 1:6. კორონავირუსის პანდემიის გამო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დაბა ლაითურში COVID - 19-ით დაინფიცირების შემთხვევების მატების გამო გადაადგილება შეზღუდეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კორონავისუსით დაინფიცირების შემთხვევების მატების გამო დაბა ლაითურში გადაადგილება შეიზღუდა. სპეციალურად დაბა ლაითურის მოსახლეობისთვის გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ამოქმედდა ცხელი ხაზის ნომერი: 595 366476. მერიის ინფორმაციით, დაბა ლაითურში დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 11 შემთხვევა გამოვლინდა.

Radiotavisupleba.ge 

ახალციხეში სკოლის დირექტორი დააკავეს არასრულწლოვან შვილისა და ცოლზე მუქარის ბრალდებით

პოლიციამ დააკავა ახალციხის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი. სამართალდამცველებს დასახმარებლად შვილმა დაურეკა. სასწავლო დაწესებულებაში მომხდარის შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, როცა პოლიციამ გამოკითხვაზე დაკავებულის მეუღლე წაიყვანა. ის ამავე სკოლის პედაგოგია. კოლეგები ამბობენ, რომ კონფლიქტის შესახებ მათ ამ დრომდე არაფერი სმენიათ. ახალციხის რესურსცენტრში მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. დაკავებულის მეზობლების თქმით, 23 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან მათი სახლის მიმდებარედ პოლიციის მანქანა რამდენჯერმე შენიშნეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი: ბლოკი არ აღიარებს ლუკაშენკას პრეზიდენტობას

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ჯოზეპ ბორელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ბლოკის პოზიცია, რომ ის უარს აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტად აღიაროს ალექსანდრ ლუკაშენკა, მას შემდეგ, რაც ბელარუსში მისი მოულოდნელი ინაუგურაცია გაიმართა, რასაც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა.   ბელარუსში მასობრივი გამოსვლებია 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელმაც ხელისუფლებაში 1994 წლიდან მყოფ ლუკაშენკას პრეზიდენტობის მეექვსე ვადა არგუნა, მიუხედავად განცხადებებისა, რომ არჩევნები გაყალბებული იყო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რას ჰყვებიან COVID-19-ით დაინფიცირებული პაციენტები ბათუმში

რადიო თავისუფლება რამდენიმე პაციენტს დაუკავშირდა. მათი ნაწილი ბათუმის კლინიკებში მკურნალობს, ნაწილი კი ე.წ. კოვიდკარანტინშია.

Radiotavisupleba.ge 

დღეიდან აჭარაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება - რა არ უნდა გამოგრჩეს 25 სექტემბერს

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში გუშინ, 24 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 164 აჭარაში გამოვლინდა. წითელ ზონად ქცეულ აჭარაში გუშინ 26-ე პაციენტიც გარდაიცვალა. შექმნილი ვითარების გამო საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აჭარაში გარკვეული შემთხვევები აამოქმედოს. დღეიდან იქ საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაჩერდება, რესტორნები კი 22 საათიდან დილამდე აღარ იმუშავებენ. აჭარაში 1 ოქტომბერს აღარც სკოლები გაიხსნება. დანარჩენ საქართველოში კი 1-6 კლასის მოსწავლეები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

26 სექტემბრიდან აჭარაში იზღუდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, აჭარაში 25 სექტემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტით, ხოლო 26 სექტემბრიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება იზღუდება. როგორც გაბუნია ამბობს, რეგიონის სრულად დაკეტვის რისკი მაშინ დადგება, როცა ეპიდემია უკონტროლო ხასიათს მიიღებს. „ეპიდემია სტაბილიზაციისკენ მიდის, ამას გარკვეული დისკომფორტი თან ახლავს. ტაქსიში მგზავრობა უფრო კონტროლირებადია, ვიდრე საზოგადოებრივ ტრანსპორტში. შეზღუდვა ეპიდემიური სიტუაციაზე არის დამოკიდებული", - თქვა თამარ გაბუნიამ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მიტროპოლიტი გერასიმე კორონავირუსზე ტესტირებას 25 სექტემბერს გეგმავს

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია „ფეისბუკზე" გავრცელებულ ინფორმაციაში უარყოფს ამავე ეპარქიის მიტროპოლიტის გერასიმეს თვითიზოლაციაში გადასვლის გადასვლის შესახებ. ეპარქიის განმარტებით, მიტროპოლიტი თვითიზოლაციაში არ არის. ეპარქიის პრესცენტრის ცნობით, „ვირუსი დაუდგინდა ტაძრის მესანთლეს რომელიც თბილისიდან დაბრუნდა ამ დღეებში. თავად მიტროპოლიტი გერასიმე ხვალ გეგმავს ტესტირებას ვირუსზე". 24 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში ამ ეტაპზე 18 კრიტიკული მდგომარეობის პაციენტია.

Radiotavisupleba.ge 

3 კანდიდატი საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტრობისთვის

საზოგადოებრივ მაუწყებელს რამდენიმე საათში ახალი დირექტორი ეყოლება. კენჭისყრა ხვალ, 25 სექტემბერს, 15:00 საათზე დაინიშნა. 9-წევრიან სამეურვეო საბჭოს ხვალ დირექტორის არჩევა 3 კანდიდატიდან მოუწევს. ალექსანდრე ვახტანგოვმა კანდიდატურა გასაუბრების დასრულების დროს მოხსნა. დირექტორად არჩევის შემთხვევაში საზოგადოებრივ მაუწყებელს "ოქროს ხანას" ჰპირდება მომღერალი ირმა სოხაძე: "თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ კარგია, რაც ხდება და არაფერი შესაცვლელი არაა, მე გავიგებ. აქ არის ადამიანი, რომელიც ამ საქმეს აკეთებს უკვე სამი წელია, გააგრძელებს [თიკო ბერძენიშვილი]. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კლინიკის COVID-ცენტრად გადაკეთებას ეწინააღმდეგება ქუთაისში სამშობიარო სახლის პერსონალი

ქუთაისში, ჯავახიშივლის ქუჩაზე მდებარე მესამე სამშობიარო სახლის  სამეანო- გინეკოლოგიური და ქირურგიული  განყოფილებების მედპერსონალი კლინიკის COVID-მიმღებ ცენტრად გადაკეთებას ეწინააღმდეგება. ექიმებმა და ექთნებმა სამშობიაროს მიმღებთან აქცია გამართეს და COVID-ცენტრისთვის საჭირო ინვენტარის კლინიკაში შეტანა გააპროტესტეს. სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების განცხადებით, კლინიკა დროებით დაიხურება და მშობიარეებს ვეღარ მიიღებს. COVID -ცენტრად გადაკეთების შემთხვევაში კი უმუშევრად დარჩებიან. „COVID - 19... Читать дальше...




Radiotavisupleba.ge 

ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა 65 თალიბი დახოცეს საბრძოლო ოპერაციის შედეგად

ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა 65 თალიბი მებრძოლი დახოცეს ქვეყნის აღმოსავლეთში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად. გავრცელებული ინფორმაციით, მასშტაბური ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც წინა დღით  მეამბოხეები თავს დაესხნენ პაქტიის პროვინციაში მდებარე უსაფრთხოების საგუშაგოს. თალიბანის მხრიდან ამ ცნობას რეაგირება ჯერჯერობით არ მოჰყოლია. 23 სექტემბერს ექსტრემისტების მიერ განხორციელებულ თავდასხმას ურუზგანის პროვინციაში, სადაც თალიბანის ცნობით, 28 ავღანელი სამხედრო პირი დაიღუპა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზურაბიშვილი: აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის დასრულება ორმხრივი სტრატეგიული ინტერესია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილმა შეხვედრაზე თქვა, რომ „საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დროულად დასრულება ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს“. როგორც ადმინისტრაცია იტყობინება, აღნიშნული საკითხის მნიშვნელობა საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ გასულ წელს განიხილა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ბაქოში გამართულ შეხვედრაზე, რა დროსაც პრეზიდენტები პროცესის დროულად დასრულების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გელათის მონასტრის სახურავის ფრაგმენტს დროებით თუნუქით გადახურავენ

გელათის მონასტრის ღვთისმშობლის ტაძარის სახურავის გამოცვლამდე, ძეგლს დროებით თუნუქით გადახურავენ. ამ დროისთვის შენობა ხარაჩოებში ჩასვეს.   საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხარვეზებს სარესტავრაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით გამოასწორებს.  დროებით გადაიხურება მთავარი ტაძრის გუმბათის ყელიც. ეს ის ადგილია, საიდანაც, კედლებისა და სახურავის შეპირაპირების მონაკვეთებზე ტაძარში წვიმის წყალმა გაჟონა. Читать дальше...

News.ge 

ორი ახალი შეზღუდვა, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება

აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები დაიხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი მთლიანად შეჩერდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო. „ხვალიდან, 22.00 საათიდან, აჭარაში რესტორნები აღარ იმუშავებს. ასევე ხვალიდან მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.

News.ge 

ნათია მეზვრიშვილი: კორონავირუსით ინფიცირებულების სტაციონარში მოთავსების დრო, შესაძლოა, შემცირდეს

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულების სტაციონარში მოთავსების დრო, შესაძლოა, შემცირდეს. ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. „აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა, მათ შორის, სტაციონარში მოთავსების დროის შემცირებაზე, ჩვენ ვუყურებთ მსოფლიო პრაქტიკას და ტენდენციას, რაც შემდეგ გადმოგვაქვს. იგივე იყო კარანტინთან დაკავშირებით, როდესაც კარანტინი 14 დღე იყო, თუმცა დავაკვირდით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის... Читать дальше...

News.ge 

ნიკოლოზ რაჭველი: ღმერთო, როდემდე გაგრძელდება ეს საკაცობრიო სიგიჟე…

კომპოზიტორი და პიანისტი, ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: “რა სამწუხაროა, ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერამ 2020-21 წწ სეზონი გააუქმა და გახსნა 2021 წლის სექტემბრამდე გადადო… ღმერთო, როდემდე გაგრძელდება ეს საკაცობრიო სიგიჟე…”

Radiotavisupleba.ge 

დავით გარეჯი: ახალი მოლოდინი აზერბაიჯანელი მინისტრის თბილისში სტუმრობის ფონზე

24 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გააჩინა მოლოდინი, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ვითარება შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეიცვალოს. თუმცა ჯერჯერობით გაუგებარია - რა მიმართულებით. აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე დავით ზალკალიანმა თქვა, რომ მოძიებულია "დამატებითი მასალები, კარტოგრაფიული და ასევე ახალი დოკუმენტები", რომელთა საფუძველზეც შესაძლოა გადაიხედოს 2006-2007 წლებში გაფორმებული შეთანხმება. ისტორიკოსები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ, დიდი ბრიტანეთი და კანადა აპირებენ სანქციების შემოღებას ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ

აშშ-ი, დიდი ბრიტანეთი და კანადა, რომლებიც ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან ერთად არ აღიარებენ ლუკაშენკას ლეგიტიმურ პრეზიდენტად, აპირებენ, რომ სანქციები დაუწესონ ბელარუსის რეჟიმის იმ მოხელეებს, რომლებსაც კავშირი აქვთ საპრეზიდენტო არჩევნების ფალსიფიცირებასთან და დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობასთან. როგორც ოთხმა სხვადასხვა ანონიმურმა წყარომ უთხრა სააგენტო „როიტერსს“, სანქციების შემოღების შესახებ სამმა სახელმწიფო, შესაძლოა, პარასკევს გამოაცხადოს აღნიშნული გადაწყვეტილება. დანია, ლატვია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთთან მიმოსვლის აღდგენის შემდეგ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში პირველი ადამიანი დაინფიცირდა

ოსური სააგენტო „რეს“-ის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალგორის რაიონის სოფელ წინაგარიდან კაცი შეიყვანა მაღალი ტემპერატურითა და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომებით. დე ფაქტო ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის ალა ჩოჩიევას თქმით, პაციენტს გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ორმხრივი პნევმონია. კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტირებამ დაადასტურა, რომ ის ინფიცირებულია. „კაცი იმყოფება ცხინვალის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ინფექციურ განყოფილებაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ერგნეთის შეხვედრაზე განიხილეს ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების ერგნეთის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის განმრთელობის მდგომარეობის საკითხეზე ისაუბრა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, მათ მოითხოვეს ზაზა გახელაძის მიმართ ჩატარებული სამედიცინო პროცედირების შესახებ ინფორმირება. „ზაზა გახელაძის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში აღმასრულებლებმა დააპატიმრეს ნავალნის ანგარიშები და მისი ბინა

ალექსეი ნავალნის პრეს-მდივნის, კირა იარმიშის, ცნობით, მაშინ, როცა ალექსეი ნავალნი კომაში იმყოფებოდა, სასამართლოს აღმასრულებლებმა დააპატიმრეს კრემლის ოპონენტის ანგარიშები და ასევე მოსკოვის მარინოს რაიონში მდებარე პოლიტიკოსის კუთვნილი ბინა.  ამ გადაწყვეტილებია საფუძველია ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებული კომპანია „მოსკოველი მოწაფის“ სარჩელი. იარმიშის თანახმად, ბოქაულებმა 27 აგვისტოს განაცხადეს, რომ იკრძალება სარეგისტრაციო მოქმედება საცხოვრებელ ბინაში ნავალნის წილზე: „ეს ნიშნავს, რომ შეუძლებელია ბინის გაყიდვა, ჩუქება ან ბანკში ჩადება“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კოსოვოში დააპატიმრეს სალიჰ მუსტაფა, პირველი ალბანელი, რომელიც ბრალდებულია ომის დანაშაულში

კოსოვოს სპეციალურმა პროკურატურამ დააპატიმრა კოსოვოს უსაფრთხოების ძალების დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი, სალიჰ მუსტაფა, პირველი ალბანელი, რომელსაც საერთაშორისო ტრიბუნალი ელოდება კოსოვოს ომის დროს ჩადენილი სამხედრო დანაშაულის გამო. როგორც სპეციალური პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სალიჰ მუსტაფას დაპატიმრება მოხდა კოსოვოს სპეციალური მოსამართლის მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის საფუძველზე. ჰააგაში მდებარე ომის დანაშაულთა შემსწავლელი კოსოვოს სპეციალისტთა პალატა (KSC) უფლებამოსილია გამოიძიოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსთავში მშენებლობის დროს ამწე გადაბრუნდა და მუშა მოიყოლა

რუსთავში, სუპერმარკეტების ქსელ „კარფურის“ მშენებლობაზე, რომელიც მეგობრობის გამზირზე, ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ უბანში მიმდინარეობს, ამწის გადაბრუნების შედეგად მუშა დაშავდა. 21 წლის მამაკაცი ამწის ქვეშ მოყვა. დაშავებული კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს. კლინიკაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მამაკაცს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვს. შს სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღიძრა სს კოდექსის 170-ე მუხლით, რაც სამუშაო პროცესში უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით... Читать дальше...


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Ru24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Ru24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Ru24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В Институте Пушкина заявили, что смена ректора в вузе выгодна мигрантскому лобби

Президентская библиотека пригласила дончан принять участие в квиз-турнире, посвящённом Александру Невскому

ВТБ выяснил: каждый пятый дальневосточник проведет майские праздники на природе

В Калуге проходят соревнования по пожарно-спасательному спорту

Музыкальные новости

Собянин: на средства от реализации зеленых облигаций закуплен 451 электробус

Новосибирские энергетики поделились опытом цифровой трансформации

Актер Виктор Степанов умер в возрасте 77 лет

Бастрыкин запросил доклад по делу о нападении на журналистов в Москве

Новости России

Подмосковные росгвардейцы поучаствовали в донорской акции

Лист из нержавейки 12Х18Н10Т: свойства, применение и производство в России

В майские праздники нас ждет настоящее климатическое бедствие

Путин: позитивные изменения в здравоохранении затронули все регионы России

Экология в России и мире

«585*ЗОЛОТОЙ» в обновленном дизайне открылся в ТРЦ «Лапландия» в Кемерово

Куда стремятся попасть российские туристы без турфирм на майские праздники?

«Кот в мешке» на «Юмор FM – Санкт-Петербург»

Заражение крови и менингит: через популярные блюда в ЮВА можно заразиться инвазивной болезнью

Спорт в России и мире

Рыбакина о смене гражданства: «Я никому ничего не доказываю. В меня поверил Казахстан, чему я очень рада»

Теннисист Рублев разбил ракетку после поражения на турнире в Барселоне

Шнайдер проиграла Бадосе на старте турнира WTA в Штутгарте

Появилось «закулисное» видео Елены Рыбакиной

Moscow.media

Накануне Национального дня донора столичный росгвардеец сдал кровь 74-ый раз

При силовой поддержке Росгвардии задержаны подозреваемые в организации незаконной миграции

Сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже с охраняемого объекта.

В Новом Свете.











Топ новостей на этот час

Rss.plus






Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге об эффективности программ по формированию здорового образа жизни  

В Королеве стартовал финал областных соревнований по шахматам «Белая ладья»

Президентская библиотека пригласила дончан принять участие в квиз-турнире, посвящённом Александру Невскому

«Рынок соискателя»: какую работу предлагают москвичам