„სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია"-ს აქტივისტს ლაშა ცუცქირიძეს თბილისში, საბურთალოს რაიონში მდებარე შტაბიდან გამოსვლის შემდეგ თავს დაესხა ორი ნიღბიანი ადამიანი. როგორც ზვიად კუპრავამ თქვა „ტვ პირველის" ეთერში თქვა, ლაშა ცუცქირიძე მეუღლესთან და დასთან ერთად შტაბიდან სახლში ავტომანქანით გაემართა. „როგორც კი სახლთან მანქანა გააჩერა და მანქანიდან გადმოვიდა, მას მყისიერად დაესხა თავს ორი ნიღბიანი პირი. Читать дальше...
დავით ფურცხვანიძემ, რომელმაც გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს ფოტოები გადასცა, უარი თქვა პროკურატურაში გამოკითხვაზე. პროკურორ ლევან ვეფხვაძის განმარტებით, ხვალ, 19 სექტემბერს, შუამდგომლობით მიმართავენ სასამართლოს და ფურცხვანიძე მოსამართლის წინაშე დაიკითხება. გარდა ამისა, ფურცხვანიძე არც წყაროს დასახელებას დათანხმდა. „მყისიერი რეაგირება განხორციელდა პროკურატურის მხრიდან, გამოკითხვაზე დაბარებულ იქნა დავით ფურცხვანიძე. ამასთან ჩხრეკა ჩატარდა მის საცხოვრებელ სახლში... Читать дальше...
გაეროს ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ვენესუელის ხელისუფლება ნიკოლას მადუროს ხელმძღვანელობით მრავალრიცხოვან აღმაშფოთებელ დანაშაულს ჩადის კაცობრიობის წინააღმდეგ. მათი დასკვნები მოცემულია ანგარიშში, რომლის შინაარსი უკვე გააკრიტიკეს ოფიციალური კარაკასის ტრადიციულმა მოკავშირეებმა - კუბამ და რუსეთმა. ამასობაში მადურომ, რომელიც ვერ უმკლავდება ქვეყანაში მზარდ COVID-19-ის ეპიდემიას, დაიწყო ინფიცირებულების, განსაკუთრებით მიგრანტების დადანაშაულება „უცხოეთის დაკვეთით ბიოტერორიზმში“. COVID-19-ით დაავადებულებს ძალით ათავსებენ იზოლატორებში... Читать дальше...
სავაჭრო ცენტრ „გრანდმოლში“, რომელიც ქუთაისში მდებარეობს, პირველ სართულზე განთავსებულ „ოქროს ბირჟაზე“ მომუშავე 5 თანამშრომელს COVID - 19 დაუდასტურდა. პაციენტები სამკურნალოდ კლინიკა „ბომონდში“ გადაიყვანეს. სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციის ცნობით, „ოქროს ბირჟა“ 8 დღით დაიკეტა, თანამშრომლები თვითიზოლაციაში არიან, სავაჭრო ცენტრში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და 19 სექტემბრის დილის 10:00 საათიდან განაახლებს მუშაობას. 27 სექტემბრამდე დაიკეტა ფიტნესკლუბი „გალილეო“, რომლის ერთ -ერთ მომხმარებელს, კლუბის ადმინისტრაციის ინფორმაციით... Читать дальше...
მომავალში ავღანელი დედების გარი და სახელი აღნიშნული იქნება მათი შვილების ეროვნულ პირადობის მოწმობაში. ამას წლების განმავლობაში მიმდინარე კამპანიის შედეგად მიაღწიეს ქალთა უფლებების დამცველებმა. პრეზიდენტ აშრაფ ღანიმ 18 სექტემბერს ხელი მოაწერა ქვეყნის სამოქალაქო კანონმდებლობაში შესწორებას. ცვლილება უფლებადამცველების დიდი ხნის სურვილი იყო კონსერვატულ და რელიგიურ ქვეყანაში, სადაც ქალები კაცი ნათესავების ვინაობის მიხედვით ამოიცნობიან. თუ კაცი საჯაროდ გაამხელს ქალი ნათესავის ვინაობას, სირცხვილად ითვლება ავღანეთში. Читать дальше...
თბილისის მერმა და პარტია „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში მაჟორიტარი კანდიდატისა და ქუთაისის მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიება გახსნა. „მოგესალმებით ჩემო იმერლებო, ჩემო ქუთათურებო, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ გიორგი გახარიას, მივესალმები ადგილობრივ ხელისუფლებას, მეუფეო, მოგესალმებით. მივესალმები სასულიერო პირებს, ახალგაზრდებს, ყველა თაობის ადამიანს, სრულიად საქართველოს, ქუთაისიდან", - ამ სიტყვებით მიმართა შეკრებილებს კახა კალაძემ. ღონისძიებას... Читать дальше...
არავითარი სასწრაფო და სახელდახელო კენჭისყრა აქ არ იმართება, განვიხილავთ დეტალურად ყველა ცვლილებას,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით იხილავენ. აღნიშნული განცხადებით, მან ეკა ბესელიას უპასუხა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას პროცედურის დარღვევაში ადანაშაულებს. „რაზეც ქალბატონი ეკა საუბრობდა, ინიცირებული პროექტი არის ისე, როგორც ის ამბობდა. პროექტი რომელიც გაქვთ მაგიდაზე... Читать дальше...
პროკურატურის განცხადებით, სარაგბო კლუბ „იუნკერების" მოთამაშის რამაზ ხარაზიშვილის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, ტარების ფაქტზე საგბის კავშირის ვიცე -პრეზიდენტს მერაბ ბესელიას ბრალდება წარედგინა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მერაბ ბესელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით... Читать дальше...
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 13 000-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს. ახალი სასწავლო წელი მათთვის და მათი სასწავლებლებისთვის გამკაცრებული რეგულაციებით და გაზრდილი ხარჯით იწყება.
ეს არის ახალი კანონი და შემოგაქვთ სადღაც პარტიზანულად დაწერილი,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. „ახლა რასაც თქვენ პროცედურასთან დაკავშირებით აკეთებთ, პარლამენტს აყენებთ შეურაცხყოფას და ყველას ვინც ამ პროცესს თვალს ადევნებს. რა არის ეს რაც ახლა ხდება. მეორე მოსმენის ტექსტი დაარიგეთ სხდომაზე, კენჭისყრის წინ ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად თანაცხოვრება მინიმუმ ერთი წელი მაინც მოგვიწევს. „ინფექცია ჩვენთან ერთად არის, კოვიდი არსად გამქრალა, ის ქვეყანაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ტრიალებს. ილუზია შევქმენით ივნისსა და ივლისში, რომ თითქოს კორონავირუსული ინფექცია დავამარცხეთ. ჩვენ ვამბობდით და მოსახლეობას ვეუბნებოდით, რომ მარტო აღებული საქართველო კორონავირუსულ ინფექციას ვერ დაამარცხებდა, ის ...
გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის საბჭომ 18 სექტემბერს მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირმა წარადგინა და რომელიც გულისხმობს ბელარუსში ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევების გულმოდგინე ზედამხედველობას. ბელარუსში გრძელდება პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები მის გადადგომას მოითხოვენ. რეზოლუცია მიღებულ იქნა რუსეთის მცდელობის მიუხედავად, მხარი დაეჭირა ლუკაშენკასთვის და მიეღოთ რეზოლუციის შერბილებული ვერსია. გაეროს უზენაესმა კომისარმა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში... Читать дальше...
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან მთელ მსოფლიოში ამ ვირუსმა შეიწირა 945 ათასი ადამიანი. სულ ინფექცია დაემართა 30 მილიონ პირს, მათგან გამოჯანმრთელებულია 20 მილიონზე მეტი. ამის თაობაზე იტყობინება აშშ-ის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, რომელიც სტატისტიკას აწარმოებს. 14 სექტემბერს დღიური ზრდა გადასცდა ერთ მილიონს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სექტემბერში რამდენჯერმე აღნიშნა დღიური სარეკორდო ზრდა. დაავადებულთა რიცხვის მიხედვით პირველ ადგილზეა აშშ, 6,6 მილიონი შემთხვევით. დაღუპულთა რაოდენობა იქ 200 ათასს მიუახლოვდა. Читать дальше...
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ჯო ბაიდენი კორონავირუსის პანდემიის მიმართ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შენელებული რეაქციის და ვირუსის მნიშვნელობის სათანადოდ შეუფასებლობის გამო, აკრიტიკებს და პრეზიდენტის ქმედებას ახასიათებს, როგორც „დანაშაულთან მიახლოებულს“. ტრამპმა ჟურნალისტ ბობი ვუდვორდთან საუბარში განაცხადა, რომ ის შეგნებულად აკნინებდა ვირუსის სასიკვდილო ზემოქმედებას. როცა ამ ინტერვიუს დეტალები გამოქვეყნდა და მას კრიტიკა მოჰყვა, სექტემბრის დასაწყისში, ტრამპმა თქვა, რომ ცდილობდა, არასაჭირო პანიკა აეცილებინა. Читать дальше...
Больше всех денег в Грузию присылают из России. На втором месте расположилась Италия
იუგოსლავური იმიტომ, რომ 1990 წლის კასეტაა, ხორვატია ჯერ კიდევ არ არსებობდა. ამ სერიაში იამაიკელი ამომავალი ვარსკვლავიც გვყავს და კიდევ რამდენიმე ქულტრეკიცაა.
День осеннего равноденствия в 2020-м по Гринвичу (всемирное время) наступит 22 сентября в 13:31, а по тбилисскому времени – в 17:31
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშავა და დღეს დადგენილებით მიიღო კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი. დოკუმენტი იმ სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს განსაზღვრავს, რომლის დაცვითაც უნდა მიიღონ ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა და რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა და ჩართულმა მხარეებმა. ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ამომრჩევლების და საარჩევნო პროცესის სხვა მონაწილეების ჯანმრთელობა უმთავრესი პრიორიტეტია. Читать дальше...
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი, რომელიც განსაზღვრავს როგორც ამომრჩევლის, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისა და ჩართული მხარეების მიერ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესებს. პროტოკოლის თანახმად, კენჭისყრის შენობაში შესვლამდე ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, თუმცა ვალდებულია ჰქონდეს პირბადე. იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველს არ ექნება პირბადე, მისი პირბადით უზრუნველყოფის ვალდებულება ადმინისტრაციას ეკისრება. ამავე პროტოკოლით, ამომრჩეველს უბანზე მისვლისას ორჯერ... Читать дальше...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია უნივერსიტეტში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს და განუმარტეს, რომ ინფორმაცია მათთვის ცნობილი წუხელ გახდა, ინფიცირების თარიღი კი უცნობია. სასწავლებლის პრესსამსახური აცხადებს, რომ ეს ოთხივე თანამშრომელი დისტანციურად მუშაობდა და ერთმანეთთან შეხებაც არ ჰქონიათ. ახლა ეპიდემიოლოგები ვირუსის გადადების გზებს იკვლევენ. უნივერსიტეტი განმარტავს, რომ სასწავლო პროცესს 28 სექტემბერს დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში იწყებენ და სტუდენტთა უსაფრთხოება ეჭვქვეშ არ დგება. Читать дальше...
Прогнозы экспертов, впрочем как и Национального банка Грузии, неутешительные - падение лари только начинается, и чем ближе выборы, тем ниже будет курс
Чем ближе парламентские выборы, тем больше накаляются страсти - чтобы наработать политические очки политики иногда идут на крайности
კრემლმა „აბსურდული“ უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის „ნოვიჩოკით“ მოწამვლის შესახებ წყლის ბოთლის გამოყენებით. ნავალნის ორგანიზმში საბჭოთა ტიპის ნერვული აგენტის, „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერება დაადგინეს გერმანიის და კიდევ ორი სხვა ქვეყნის ლაბორატორიებმა. კრემლის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა უარყო გავრცელებული ცნობა და ეჭვქვეშ დააყენა მისი სისწორე. „საქმე ისაა, რომ გვეუბნებიან ბოთლზე „ნოვიჩოკის“ კვალის შესახებ“, თქვა პესკოვმა და მოიყვანა სპეციალისტების მოსაზრება... Читать дальше...
ლარი უფრო გაუფასურდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი. 19 სექტემბერს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი იქნება: 1 აშშ დოლარი - 3.2140 ლარი (18 სექტემბერი - 3.1886 ); 1 ევრო - 3.8057 ლარი (18 სექტემბერი - 3.7603); 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 4.1711 ლარი (18 სექტემბერი - 4.1343); 100 რუსული რუბლი - 4.2817 ლარი (18 სექტემბერი - 4.2518); 1 თურქული ლირა - 0.4249 ლარი (18 სექტემბერი - 0.4226); 10 უკრაინული გრივნა - 1.1431 ლარი (18 სექტემბერი... Читать дальше...