Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

უოლცი იღებს „სრულ პასუხისმგებლობას“ დახურულ ჩატში ჟურნალისტის მოხვედრის გამო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა „სრული პასუხისმგებლობა“ აიღო Signal-ის დახურულ ჩატში უცხო პირის მოხვედრის გამო და ამ პირს, გამოცემა The Atlantic-ის მთავარ რედაქტორს, ჯეფრი გოლდბერგს უწოდა „საშინელი რეპუტაციის“.

„სრულ პასუხისმგებლობასა“ და გოლდბერგზე უოლცმა 25 მარტს, ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში ილაპარაკა. მაიკლ უოლცის მტკიცებით, ჩატში საიდუმლო ინფორმაცია არ განუხილავთ.

თეთრი სახლის მრჩევლის განცხადებით, არ იცნობს გოლდბერგს და ტელეფონში არ ჰყავს, მაგრამ იცის, რომ მას აქვს „საშინელი რეპუტაცია“, არაერთხელ გაუვრცელებია ტყუილი და „სძულს პრეზიდენტი“. უოლცმა თქვა, რომ იკვლევენ, როგორ აღმოჩნდა გოლდბერგი დახურულ ჩატში და მიანიშნა, რომ ეს შესაძლოა, მიზანმიმართული ქმედება ყოფილიყო.

თავის მხრივ, The Atlantic-მა განაცხადა, რომ გამოცემის, მისი რედაქტორისა და რეპორტაჟების დისკრედიტაციის მცდელობა ნაწილია სქემის, რომელსაც ჟურნალისტებისადმი მტრულად განწყობილი თანამდებობის პირები მისდევენ და კონსტიტუციას არღვევენ.

24 მარტს ცნობილი გახდა, რომ გამოცემა The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა ჯეფრი გოლდბერგმა მაიკ უოლცისგან 13 მარტს მოულოდნელად მიიღო მიწვევა Signal-ის დახურულ ჩატში, სადაც ამერიკელი მაღალჩინოსნები, მათ შორის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი, განიხილავდნენ იემენში მეამბოხე ჰუთების პოზიციებზე შეტევას.

საიდუმლო ინფორმაციის განხილვის წესების დარღვევას მწვავე რეაქცია მოჰყვა კონგრესის წარმომადგენლებისა და უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტებისგან.

დემოკრატებმა მაიკ უოლცის და პიტ ჰეგსეთის გადადგომა მოითხოვეს. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, სკანდალის გამო თეთრ სახლშიც განიხილავდნენ უოლცის მიერ თანამდებობის დატოვების შესაძლებლობას.

25 მარტს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC-ს განუცხადა, რომ მაიკლ უოლცი „კარგი კაცია" და მომხდარი მისთვის გაკვეთილი იყო. ტრამპმა ისიც თქვა, რომ დახურულ ჩატს უცხო პირი ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაამატა. აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, ამ ინციდენტს სამხედრო ოპერაციაზე არანაირი გავლენა არ ჰქონია.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus