Добавить новость

Суд приговорил экс-главу банка БКФ Миримскую к 19 годам за попытку подкупа

Курская детская школа искусств стала лучшей в России

Госдума денонсировала соглашение о многосторонней ядерно-экологической программе

Песков: Путин принял решение о предоставлении убежища Асаду и его семье



World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

"ძალადობა" მათთან ერთად, ვისაც არასდროს შეხვედრიხარ - მძიმე ბრალდებები და არაადამიანური მოპყრობა რევაზ კიკნაძის საქმეში

პროევროპული აქციების მონაწილის, 26 წლის რევაზ კიკნაძის საქმეში, რომელსაც ჯგუფურ ძალადობას ედავებიან, არაერთი დარღვევაა. ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი გვეუბნება, რომ რეზოს და იმავე დანაშაულში სხვა ბრალდებულებს ერთმანეთი სასამართლო სხდომამდე თვალით არასოდეს უნახავთ.


რეზო კიკნაძე, რომელიც დაკავებისთანავე აცხადებდა, რომ პოლიცია ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდა (რაც მან შიმშილობით გააპროტესტა), ერთ-ერთია იმ 30-ზე მეტი დაკავებული დემონსტრანტიდან, ვისაც გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება.


ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მონაწილეობა ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის მე-2 ნაწილით. დანაშაული ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


რეზო ახლა გლდანის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მორიგი სასამართლო სხდომის მოლოდინში, რომელიც 20 იანვარს უნდა გაიმართოს. „გთხოვთ არ შეწყვიტოთ ბრძოლა“, - მისწერა მან მეგობრებს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან.


6 დეკემბერს, მეტროსადგურ „უნივერსიტეტთან“ დაკავებულმა ახალგაზრდამ, პროტესტის ნიშნად, 80 საათი იშიმშილა. შიმშილობდა მისი დედაც, მაია ლეკიშვილი. პროტესტის ამ უკიდურეს ფორმაზე უარი რეზომ სწორედ დედის თხოვნით თქვა. თუმცა იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილებში წერს, რომ არაფერს ნანობს, რადგან „სიმართლის მხარეს დგას“.


რეზოს დედა, მაია ლეკიშვილი რადიო თავისუფლებას რეზოს გამოგზავნილ წერილს უკითხავს:


„დე არ ინერვიულო არც ერთი წამით. აქ რომ ვარ, პირიქით, სიამაყე გქონდეს, ქვეყნის სიყვარულის გამო რომ დაიჭირეს შენი შვილი. მიყვარხარ, არ იტირო გთხოვ“.


აი, რას წერს რევაზ კიკნაძე თავის მეგობრებს:


„რომ შემეძლოს ახლაც თქვენთან ვიდგებოდი. ერთადერთი, რაზეც ვნერვიულობ, ჩემი მშობლებია. ის, რომ ისინი ტირიან, განიცდიან... მადლობა და მიყვარხართ. შევხვდებით 4 წელში (ან უფრო ნაკლებში).


იმედია, ოდესმე სამართალი იზეიმებს. და თუ არ იზეიმებს, არაუშავს, მაინც ბევრად უფრო კარგად გრძნობ თავს როცა სიმართლის მხარეს დგახარ. გთხოვთ არ შეწყვიტოთ ბრძოლა!


პ.პ.ს. როცა გამოვალ ეგრევე თქვენთან გამოვიქცევი და იქ დავდგები სადაც ყოველთვის ვიდექი და დავდგები ანუ ხალხის და ჭეშმარიტების მხარეს“.


იმ წერილში კი, რომელიც თავიდან რეზომ იზოლატორიდან გაავრცელა, ეწერა, როგორ მოითხოვდა პოლიცია მისგან დაწერას, თითქოს ის გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, ოპოზიციონერი ლიდერების დავალებებს ასრულებდა:


„მთხოვდნენ დამესახელებინა ჯაფარიძე, ხოშტარია, გვარამია და სხვა პირები. აღნიშნულს ვერანაირად ვერ დავასახელებდი, რადგან მსგავსი არაფერი ყოფილა. ვაცხადებ შიმშილობას. ამ ბრძოლას მოვიგებთ ერთად“, - წერდა რევაზ კიკნაძე.




რა ხდებოდა დაკავების შემდეგ?

რევაზ კიკნაძის ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი გვიყვება, როგორ გაჭიანურდა საქმის მასალების გაცვლის პროცესი.


ადვოკატმა ეს მასალები, დაკავებისთანავე, 6 დეკემბერს მოითხოვა განცხადებით, ყველა სამართლებრივი წესის დაცვით, თუმცა იმ დღეს გამომძიებლისგან უარი მიიღო.


მეორე დღეს, 7 დეკემბერს, გამომძიებელმა უთხრა, რომ მასალებს წინასწარი დაკავების იზოლატორში მიიტანდნენ და იქ გადასცემდნენ (საუბარია სულ 8 ტომსა და 25-მდე ვიდეომტკიცებულებაზე, ოღონდ არა კონკრეტულად რევაზ კიკნაძეზე, არამედ ამ საქმეზე დაჭერილ ყველა პირზე, რადგან ეს ერთი მთლიანი საქმეა).


ადვოკატი შეთავაზებას დათანხმდა, თუმცა პროკურატურამ საქმის მასალები არც მეორე დღეს მოიტანა. რევაზ კიკნაძეს ბრალი წაუყენეს, რომელმაც წარდგენილი ბრალი არ აღიარა.


გუჯა ავსაჯანიშვილმა, მასალების გაცვლის მოთხოვნით, ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში კიდევ ერთხელ დაწერა განცხადება.


„ისევ გადავიღე სქრინი, მყავდა მოწმეც, გადავიღე განცხადების ჩაბარების ვიდეოც. ცხადია, ეს ყველაფერი ნახეს კამერებზე და მიხვდნენ, რომ ამას აუცილებლად გავაპროტესტებდი. გადაწყვიტეს, რომ საპატიმროში გამომძიებელი ლევან ბასილაია მაშინ შევიდოდა და ხელს მაშინ მოაწერინებდა მასალებზე რევაზ კიკნაძეს, როცა მე იქ არ ვიქნებოდი, მაგრამ განცხადების ხელახლა ჩაბარებისთანავე წინასწარი დაკავების იზოლატორში შევბრუნდი, სადაც მართლაც გამოჩნდა გამომძიებელი“, - უყვება გუჯა ავსაჯანიშვილი რადიო თავისუფლებას.


მასალები, რომელიც, საბოლოოდ, როგორც იქნა, ადვოკატს გადაეცა, ჩაწერილი იყო დამტვრეულ დისკზე. ეს დეტალი გუჯა ავსაჯანიშვილმა ოქმშიც ჩაწერა. გამომძიებელს შენიშვნა არ ჰქონია.


„იქვე არაფერი უთქვამს, ადგა და წავიდა“.


მაგრამ მოგვიანებით, სასამართლო პროცესზე, ამ ოქმში გაჩნდა გამომძიებლის ჩანაწერი, ადვოკატმა კი დაწერა, თითქოს დისკი გატეხილი იყო, მაგრამ ეს ასე არ არისო:


„ანუ, განყოფილებაში რომ მივიდა, მერე ჩაამატა. ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, ოქმი გააყალბა, რადგან თუ ხელის მოწერის შემდეგ ოქმში დამატებით რამეს ჩაწერ, ეს მტკიცებულებების გაყალბებაა“, - ამბობს გუჯა ავსაჯანიშვილი.




როგორც ადვოკატი უამბობს რადიო თავისუფლებას, ამბავი ამით არ დასრულებულა - იმავე ღამის პირველ საათზე მის ტელეფონზე რამდენიმე უცხო ნომრის ზარი შევიდა. ამჯერად, ადვოკატს პროკურორები სთხოვდნენ შეხვედრას - საქმის მასალები გავცვალოთო.


დათქვეს, რომ ღამის სამ საათზე, ადვოკატის ოფისში შეხვდებოდნენ, თუმცა, როცა გუჯა ავსაჯანიშვილი ადგილზე მივიდა და პროკურორებს დაურეკა, ერთმა ყურმილი აღარ აიღო, დანარჩენებმა კი ვეღარ შეგხვდებითო, უპასუხეს.


„და იცით, რა ქნეს? დილის ოთხის ნახევარზე შევიდნენ იზოლატორში და რეზოს ადვოკატის გარეშე მოაწერინეს ხელი. აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ადვოკატის დასწრების გარეშე გააკეთეს მასალების მეორედ გაცვლა“.


მტკიცებულებების გაცვლის პროცესს არეგულირებს სისხლის სამართლის კოდექსის 83-ე მუხლი. თუ მტკიცებულება მხარეს არ გაუცვალე, მაშინ ის სისხლის სამართლის საქმეში დაუშვებელი ხდება.


სასამართლო სხდომაზე რამდენიმე დღის ნაშიმშილარი რევაზ კიკნაძე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. მის თავდებად მდგომი 53 ადამიანი მოითხოვდა რევაზის გათავისუფლებას, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ განიხილა.


რაც შეეხება ბრალს. გუჯა ავსაჯანიშვილი შენიშნავს, რომ ჯგუფურად ძალადობას ედავებიან ადამიანებს, ვინც პირველად ერთმანეთი სასამართლო სხდომაზე ნახა:


„ისინი ერთმანეთს არც იცნობდნენ, არც რაიმე საერთო ჯგუფი ჰქონიათ, არც რამე მიუწერიათ ერთმანეთისთვის. რეზო კიკნაძე ცხოვრობს რუსთავში, მეორე წამოიყვანეს გუდაურიდან, მესამე - საერთოდ უკრაინის მოქალაქეა. საქმეში არ დევს არცერთი მტკიცებულება, რომ ეს ხალხი ერთმანეთს იცნობდა. ისინი არც წარმოდგენილ ვიდეოებში ჩანან სადმე ერთად. უბრალოდ, საქმეში ასე ჩატენეს, რომ ვითომ ჯგუფი იყო და ერთად მოქმედებდნენ“.


რევაზ კიკნაძე, სხვა დაკავებული დემონსტრანტებისგან განსხვავებით, დაკავების მომენტში არ უცემიათ, თუმცა, როგორც ადვოკატი მოგვითხრობს, ექვსი საათის განმავლობაში ედო ხელბორკილი და არ უშვებდნენ საპირფარეშოში.


„ეს არის არაადამიანური მოპყრობის ტოლფასი“, - ამბობს გუჯა ავსაჯანიშვილი.


დაკავებულს გამუდმებით ემუქრებოდნენ და სთხოვდნენ მიეცა ცრუ ჩვენება. ხოლო თუ ამას არ იზამდა, უკვე ლისზე წაყვანილს, იქვე დამარხვით ემუქრებოდნენ.




ადვოკატი მოელის, რომ რევაზ კიკნაძის საქმეს აუცილებლად მოიგებენ სტრასბურგში და, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამ საქმეზე დარღვევას დაადგენს.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Жиросжигающие цитрусы: как похудеть с пользой рассказал гастроэнтеролог Садыков

Лариса Долина появилась в необычном наряде на «Золотом граммофоне»

Депутат ГД Выборный: нелегальная продажа алкоголя – серьезная угроза

Подмосковье вошло в число лидеров по экспорту детских товаров

Музыкальные новости

Путин: в России свыше 130 млн пользователей интернета и портала госуслуг

Создание Рилс. Создание Reels. Создание Рилсов для Певцов, Музыкантов, Артистов.

Работники СЛД «Магдагачи» помогли расчистить территорию после снегопада

Самолет SSJ-100 Санкт-Петербург — Москва вынужденно вернулся в Пулково

Новости России

Детский омбудсмен Мишонова: QR-коды помогут решить проблему травли в школах

В Москве вынесли приговор напавшему на съемочную группу «Известий»

Формирование новых нацпроектов и приоритизацию мероприятий в мастер-планах опорных населенных пунктов АЗРФ Андрей Чибис обсудил на встрече с  вице-премьером России Юрием Трутневым

В Мурманской области завершился второй сезон всероссийского просветительского онлайн-проекта

Экология в России и мире

Хита ABBA и The Beatles в исполнении симфонического прозвучат в концертном зале «Колизей - Арена»

«Мировые рок - хиты» прозвучат в «Колизей – Арене»

Балаган года

Международный конкурс искусства «Сокровища нации» 2024

Спорт в России и мире

Видео дня: Мария Шарапова учит сына русскому алфавиту

Раскрыта неожиданная причина превосходства молодой теннисистки над Еленой Рыбакиной

Арина Соболенко получила награду WTA за преданность делу и продвижение женского тенниса

Полина Кудерметова проиграла в первом круге турнира WTA-125 в Лиможе

Moscow.media

Беспроводной сканер штрих-кодов SAOTRON P05i промышленного класса

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

Россияне осваивают внутренний туризм: турпотоки в некоторые регионы выросли на 57%

ТСД SAOTRON RT41 GUN: практичный, производительный, надёжный











Топ новостей на этот час

Rss.plus






В Москве задержали находившегося в розыске по линии Интерпола гражданина США

«Зима обещает быть жесткой»: какие магнитные бури обрушатся на Землю в 2025 году

Формирование новых нацпроектов и приоритизацию мероприятий в мастер-планах опорных населенных пунктов АЗРФ Андрей Чибис обсудил на встрече с  вице-премьером России Юрием Трутневым

Около 1500 человек примут участие в "Манжосовской лыжной гонке" в Подмосковье