Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პირდაპირ გვითხრეს: „6 თვეში დეოლიგარქიზაცია“ – ქვეყნის პოლიტიკურ ენაზე გადათარგმნილი, ეს არის 6 თვეში რიგგარეშე არჩევნები, რომელიც ახალ ხელისუფლებას მოიყვანს სათავეში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი შეაქცია არა მარტო ხალხს და დღევანდელ საქართველოს, არამედ ქვეყნის ისტორიულ არჩევანს. როგორც მან აღნიშნა, აქციაზე „შინ ევროპისკენ“ დგომა ძალიან საამაყო და სასიხარულოა.

ამასთან, მარგველაშვილის თქმით, ვადამდელი არჩევნების ჩატარების თაობაზე მოთხოვნა აბსოლუტურად ლეგიტიმურია.

„დღეს არის საამაყო და სასიხარულო დღე. ძალიან ბევრი ვართ და ძალიან კარგი სულისკვეთებით ვდგავართ აქ. მოახერხეთ და მოდით იმიტომ, რომ ძალიან კარგი დღესასწაულის ნაწილი გახდებით, ქართველი ერის ერთად დგომის.

რაც შეეხება პოლიტიკურ მოთხოვნებს, ბუნებრივია, ჩვენი პარტნიორებისგან რუბიკონი გადალახულია. მათ ჩაწერეს სიტყვა დეოლიგარქიზაცია. ეს სიტყვა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება უნდა გათავისუფლდეს იმ წნეხისგან, რომელიც ხელისუფლებაზე არის. ამის მშვიდად, კანონიერად, კონსტრუქციულად მოხდენა ისე, როგორც ქართველ ხალხს უნდა, სხვანაირად შეუძლებელია, თუ არა არჩევნები. ამ არჩევნებს ბევრი არგუმენტი აქვს, პირველ რიგში, ეს არის არგუმენტი 2020 წლის აბსოლუტურად დელიგიტიმიზირებული არჩევნების. მეორე არგუმენტი არის ამის მოსაგვარებლად დელეგიტიმირებული შეთანხმება ევროკავშირთან, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დახია და ბოლოს, ის რაც დღეს ხდება, ჩვენმა მთავრობამ ზურგი შეაქცია არა მარტო ხალხს, არამარტო დღევანდელ საქართველოს, ზურგი შეაქცია მთელ ისტორიულ არჩევანს. იმას, რაც ჩვენი ერის მისიაა, რომ ვიყოთ თავისუფალი ერი თავისუფალ ერთა ოჯახში და ეს არის დღეს ევროპა. აბსოლუტურად ლეგიტიმურია მოთხოვნა და ზის იმ დღის წესრიგში, რომელიც ერთმა რომელიმე დეპუტატმა კი არა, მთლიანად ევროკავშირმა წარმოადგინა. ეს უნდა გაკეთდეს, მაგრამ ამისთვის ბრძოლაა საჭირო. ჩვენ ბოლო 30 წელია ვიბრძვით, ეს არ გაგვჭირვებია“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.

„ეს არის ის დინამიკა, რომელსაც ჩვენ ევროკავშირი გვთავაზობს და მათ ეს სიტყვა პირდაპირ ჩაწერეს. ბუნებრივია, ეს ვადამდელი არჩევნების გზით უნდა მოხდეს. მათ პირდაპირ გვითხრეს – 6 თვეში დეოლიგარქიზაცია. ქვეყნის პოლიტიკურ ენაზე გადათარგმნილი, ეს არის 6 თვეში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ლეგიტიმურად ახალ ხელისუფლებას მოიყვანს სათავეში“,-განაცხადა მარგველაშვილმა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus